რა არის ხელატი?
ხელატი შედგება მეტალის ცენტრალური ატომისგან, რომელიც მიმაგრებულია დიდ მოლეკულაზე – ლიგანდზე. ხელატური ნაერთები სტაბილურობით გამოირჩევა, მას არ ახასიათებს დაშლა, დაჟანგვა და დალექვა. ხელატური ნაერთები თანამედროვე სასუქების შემადგენელი კომპონენტებია, მცენარისათვის მიკროელემენტების უზრუნველსაყოფად. ეს მიკროელემენტებია: თუთია, რკინა, სპილენძი, მანგანუმი, მაგნიუმი და კალციუმი.
როგორ მუშაობს ხელატი?
ისეთი მიკროელემენტები როგორებიცაა: რკინა(Fe), მანგანუმი(Mn), თუთია(Zn) და სპილენძი(Cu) არახელატური ფორმით გამოყენების დროს მარილებს წარმოქმნის. მათ შეიძლება წარმოქმნან ნალექი ფოსფატებთან, კარბონატებთან და ჰიდროქსიდებთან ერთად. ნიადაგში მეტალის დაადებითი იონები მარტივად ურთიერთქმედებენ ჟანგბადთან, რაც უხვად არის ნიადაგში. დადებითი იონები მარტივად იჟანგება და გადადის შეუთვისებელ ფორმაში. ხელატაციის პროცესი კი იცავს მათ და საკვები ელემენტები რჩება ხსნად ფორმაში და ხელმისაწვდომი მცენარეებისათვის.
ხელატის მოლეკულა უარყოფითად არის დამუხტული, რათა ნიადაგში თავისუფლად გადაადგილდეს.
რომელ კულტურებში გამოიყენება ხელატები?
ხელატების გამოყენება შესაძლებელია, ფაქტობრივად, ყველა კულტურაში, თუმცა ამ მიკროელემენტების მიმართ განსაკუთრებული მოთხოვნილებით გამოირჩევა ბოსტნეული და ხეხილოვანი კულტურები. ეს კულტურები უფრო მგრძნობიარეა და შესაბამისად, შედარებით მეტი სიხშირით საჭიროებს ხელატური სასუქების გამოყენებას.
როდის არის მიზანშეწონილი ხელატების გამოყენება?
კულტურის თავისებურების მიხედვით ხელატების გამოყენების დრო და დოზები განსხვავებულია. მაქსიმალური ეფექტის მისაღებად სჭიროა გავითვალისწინოთ მცენარის თავისებურება და მისი ფენოლოგიური ფაზა.
არსებობს ხელატური აგენტების სხვადასხვა ფორმულაციები, შესაბამისად, განსხვავდება მათი გამოყენების წესები. ისინი შექმნილია იმ კონკრეტული გარემოებებისთვის, რომ უკეთესად მოერგონ ამა თუ იმ ელემენტს და შეძლონ მათი გადაყვანა შესათვისებელ ფორმაში. ისინი განსხვავდებიან ელემენტებთან დაკავშირების უნარით, გამოყენების წესით, ხარისხით და ფორმულაციით.
ეთილენდიამინტეტრააცეტატი (EDTA) არის ყველაზე გავრცელებული ხელატური აგენტი, რომელიც სინთეზურ სასუქებში გვხვდება. EDTA აკავშირებს ორ და სამვალენტიან მეტალის იონებს და ქმნის სამგანზომილებიან სტრუქტურას. EDTA უკეთესად შეეფერება დაბალ pH დონეს(<6,5). თავად ხელატური ატომი მცენარისთვის უცხო აგენტია და ვერ შეითვისებს მას. მაშინ, როდესაც საჭირო ხდება ხელატური აგენტიდან მცენარისთვის საჭირო ელემენტის გამოთავისუფლება, EDTA ატომები ტოვებენ დახელატებულ ელემენტს და თავისუფალ ფორმაში გადაადგილდებიან, უკავშირდებიან სხვა ელემენტის ატომებს და იწყებენ მათ გარდაქმნას.
იხილეთ ხელატური აგენტების გამოყენების რეკომენდაციები:
ხელატების გამოყენების მეთოდები | IDHA | EDTA | DTPA | HBED |
ფოთლიდან | +++ | +++ | – | – |
ნიადაგიდან | ++ | ++ | +++ | +++ |
ფერტიგაცია | ++ | ++ | +++ | +++ |
ჰიდროპონიკებში | ++ | ++ | +++ | ++ |
ნიადაგის pH | IDHA | EDTA | DTPA | HBED | |||
Fe | Cu, Zn, Mn | Fe | Cu, Zn, Mn | Fe | Cu, Zn, Mn | ||
<6.5 | +++ | +++ | +++ | +++ | + | + | – |
6.5-7.5 | – | ++ | – | ++ | +++ | +++ | + |
>7.5 | – | + | – | + | – | – | +++ |
+++ მაღალი რეკომენდაციით; ++ რეკომენდირებულია; + ზომიერად რეკომენდირებული; – არ არის რეკომენდირებული
ხელატების უპირატესობებია:
- სწრაფი აბსორბცია-ხელატები უფრო სწრაფად შეიწოვება, ვიდრე კრისტალური მარილები;
- ტოლერანტობა – ხელატური ფორმები მინერალური მარილებისგან განსხვავებით არ იწვევენ ფოთლის დაწვას;
- მაღალი ხსნადობა- ხსნარი არის გამჭვირვალე და არ წარმოქმნება ნალექები;
- კარგი თავსებადობა- მათი გამოყენება შესაძლებელია სხვა სასუქებთან და პესტიციდებთან ნარევში;
- მაღალი სტაბილურობა – სტაბილური pH 4-8;
- მათი გამოყენება შესაძლებელია როგორც ნიადაგიდან, ასევე ფოთლიდან.
აგროკომპანია ბარაქა პოლონური კომპანია ადობის(ADOB) მიკროელემენტებს გთავაზობთ უნიკალური ფორმის მიკროგრანულების სახით, რომელიც 100%-ით ხელატური ფორმაა და გარმოიჩევა წყალში იდეალური ხსნადობით:
რკინა- https://baraka.ge/product/rkina-fe/
თუთია- https://baraka.ge/product/tutia-zn/
მაგნიუმი- https://baraka.ge/product/magniumis-nitrati-mgno32/
მანგანუმი- https://baraka.ge/product/manganumi-mn/
კონსულტაციისათვის დაგვიკავშირდით 032 204 44 49 | WWW.BARAKA.GE
დამატებითი ინფორმაციისთვის ამ და სხვა თემებზე, იხილეთ აგროკომპანია ბარაქას იუთუბის არხი – https://www.youtube.com/@baraka.georgia2230