მევენახე ფერმერებისათვის ნაცნობია ვაზის ფოთლის კიდეებზე მოყივითალო-კრემისფერი ქლოროზი, ხოლო შუაში ფოთლის ძარღვებთან მუქი მწვანე ფერი (წითელ ჯიშების შემთხვევაში ყვითელი ფერის მაგივრად შესაძლოა შენიშნოთ მოწითალო ფერი).
ეს გამოწვეულია მაგნიუმის ნაკლებობით.
რა როლი აქვს მაგნიუმს ვაზში?
მაგნიუმი ქლოროფილის ცენტრალური კომპონენტია და მონაწილეობას იღებს ფოტოსინთეზში. ასევე ეს ელემენტი ააქტიურებს ფერმენტებს, რომლებიც საჭიროა მცენარის ზრდისთვის. მისი ნაკლებობა ფოთლებზე ვლინდება ზაფხულის შუა რიცხვებში.
მაგნიუმის დეფიციტისას ნახშირწყლები გროვდება ფოთლებში და არ გადადის მცენარის სხვა ნაწილებში. ამიტომ მისი ნაკელბობა ზღუდავს მცენარის უნარს გამოიმუშავოს და გადაანაწილოს ნახშირწყლები.
მაღალ კალიუმიანი სასუქების შეტანა მნიშვნელოვანია ვაზის კულტურაში, თუმცა ამასთან ერთად არ უნდა დაგვავიწყდეს მაგნიუმით ნიადაგის გამდიდრება. ჭარბი რაოდენობით კალიუმი და კალციუმი ბლოკავს მაგნიუმის შეთვისებას. ამიტომ მნიშვენლოვანია, რომ მცენარეს არ მივაწოდოთ მხოლოდ გარკვეული ელემენტები, არამედ შევინარჩუნოთ მცენარისთვის საჭირო საკვები ელემენტების სწორი ბალანსი.
მაგნიუმის დეფიციტი ხშირია ისეთ ნიადაგებში რომლის pH ნაკლებია 6-ზე და მეტია 7.5- ზე. იმისათვის რომ სწორად შევარჩიოთ სასუქი, აუცილებელია გავზომოთ ნიადაგში არსებული მიკრო და მაკრო ელემენტები.
მაგნიუმის დეფიციტის აღმოსაფხვრელად საჭიროა ნიადაგში შესატანი NPK სასუქი დამატებით შეიცავდეს მიკროელემენტ მაგნიუმს. ასევე მაგნიუმის შემცელობის კორექტირება შესაძლებელია წვეთოვანი სარწყავი სისტემით და ფოთლოვანი გამოკვებით.
ნიადაგის ანალიზის ჩატარების საჭიროების შემთხვევაში შეავსეთ ბმული: https://baraka.ge/service/sando-nidagis-analizi/
სასუქები მაგნიუმის მაღალი შემცველობით იხილეთ ვებგვერდზე: https://baraka.ge/product-category/sasuqi/
დამატებითი ინფორმაციისთვის ამ და სხვა თემებზე, იხილეთ აგროკომპანია ბარაქას იუთუბის არხი – https://www.youtube.com/@baraka.georgia2230