ბარაქა: უახლესი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკები და პროდუქტები ქართველი ფერმერების გასაძლიერებლად
სოფლის მეურნეობა ბევრი ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია, რომელიც ემსახურება როგორც საკვების წარმოებას, ასევე სოფლის განვითარების უმნიშვნელოვანესი შემადგენელი კომპონენტია. საქართველოში, სოფლის მეურნეობა, საუკუნეების განმავლობაში, საზოგადოების ყოველდღიურობის განუყოველი და მამოძრავებელი ნაწილი იყო მაგრამ, ისევე როგორც სხვა მრავალი ქვეყნის შემთხვევაში, აქაც თანამედროვე გამოწვევების წინაშე ვგავართ, მაგალითად, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, რესურსების დეფიციტი და მდგრადი პრაქტიკის საჭიროება.
ამ გამოწვევების საპასუხოდ, კომპანიები, როგორიცაა “ბარაქა”, სასოფლო-სამეურნეო ლანდშაფტის გარდაქმნასა და განვითარებას ემსახურებიან. ბარაქა არის სანდო და დიდი გამოცდილების მქონდე ქართული კომპანია, რომელიც სპეციალიზირებულია ინოვაციური და მდგრადი სასოფლო-სამეურნეო გადაწყვეტილებების მიწოდებაში, რაც ფერმერებს ეხმარება გააუმჯობესონ თავიანთი პროდუქტიულობა და შედეგად, გაწეული შრომის მაქსიმუმი დაიბრუნონ უკან
Baraka გთავაზობთ მომსახურების ფართო სპექტრს, რომელიც ორიენტირებულია სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის გაზრდაზე, გარემოსდაცვითი მთლიანობის შენარჩუნებით. ეს სერვისები მოიცავს:
- სასოფლო-სამეურნეო კონსულტაცია: ბარაქა გთავაზობთ ექსპერტების რჩევებს, რომელიც ფერმერებისა და სოფლის მეურნეობის ბიზნესის სპეციფიკურ საჭიროებებზეა მორგებული. ბარაქას სპეციალისტების გუნდი ფერმერებს კულტურების, ნიადაგის ჯანმრთელობის, წყლის გამოყენებისა და მთლიანი ფერმის მენეჯმენტის შესახებ ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება.
- ექსპერიმენტები: კომპანიის მფლობელობაშია სპეციალური საცდელ-სადემონსტრაციო მეურნეობები, რაც საუკეთესო პრაქტიკების გამოცდასა და დანერგავს უწყობს ხელს.
- აგროსერვისები: ბარაქა ხელს უწყობს უახლესი სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების გამოყენებასა და დანერგვას, როგორიცაა ჭკვიანი სარწყავი სისტემები და მავნებლების კონტროლის მოწინავე ტექნოლოგიები, ასევე აღსანიშნავია, ნიადაგისა და ფოთლის ანალიზი და აგრონომის მომსახურება, რაც ფერმერებს საშუალებას აძლევს უფრო ეფექტურად იმუშაონ და გაზარდონ როგორც თავიანთი შემოსავალი, ასევე სტაბილურობის მაჩვენებელი.
- ხარისხიანი სოფლის მეურნეობის პროდუქტები: კომპანია მომხმარებელს მაღალი ხარისხის თესლს, სასუქებს, პესტიციდებს და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს აწვდის. ეს პროდუქტები შერჩეულია დიდი კვლევისა და გამოცდის მიერ და დადასტურებულია მათი უნარი გააუმჯობესონ მოსავალი და შეამცირონ გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება.
- სწავლება: ბარაქა რეგულარულად მასპინძლობს საერთაშორისო დონის ტრენინგ სესიებს, სემინარებსა და მასტერკლასებს. ფერმერებს ინფორმაციას აწვდის და პრაქტიკულად ასწავლის სოფლის მეურნეობის საუკეთესო პრაქტიკების შესახებ.
თავის დროზე, ბარაქა საქართველოს აგრარულ სექტორში რევოლუციური ცვლილებების წახალისების ხედვით დაარსდა, რაც მიზნად ისახავს მეცნირების უხვი მოსავლიანობისათვის გამოყენებას. ადგილობრივი ფერმერების წინაშე არსებული გამოწვევების გაცნობიერებით, კომპანიამ ფუნქციონირება იმ ინიციატივით დაიწყო, რომელიც ორიენტირებულია მდგრადი და წარმატებული მეურნეობების ხელშეწყობასა და გამრავლებაზე. გამოცდილი აგრონომებისა და სოფლის მეურნეობის ექსპერტების გუნდთან ერთად, ბარაქა გლობალური საუკეთესო პრაქტიკებისა და პროდუქტების ადგილობრივ ცოდნასთან ინტეგრაციას ახდენს, რაც ქართველ ფერმერებს ეხმარება უფრო ეფექტური და მეურნეობებისათვის სასიკეთო მეთოდების დანერგვაში.
ძირითადი პროექტები
თავისი 5-წლიანი არსებობის განმავლობაში, ბარაქამ რამდენიმე მნიშვნელოვანი ინიციატივა განახორციელა, მათ შორის, გამორჩეულად საინტერესოა პროექტი, რომელიც აგრარული სექტორის გაახალგაზრდავებასა და არსებული კვალიფიკაციური კადრების დეფიციტის შევსებას ისახავს მიზნად. ამ პროექტის ფარგლებში, კომპანიამ შეარჩია 10 მოტივირებული და პასუხისმგებლიანი ახალგაზრდა, რომლებთანაც 3-წლიანი სწავლებისა და 5-წლიანი დასაქმების კონტრაქტი გააფორმა. პროექტი 2021 წელს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდა აგრონომები, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ყოველდღიურ რეჟიმში გადიოდნენ გადამზადების თეორიულ და პრაქტიკულ კურსს, რის ფარგლებშიც მათ საცდელ-სადემონსტრაციო დანიშნულების მიწები გადაეცათ, სადაც:
- მთელი წლის განმავლობაში ცდიდნენ სხვადასხვა ჯიშის კულტურას;
- პრაქტიკაში გადმოიტანეს უცხოური კომპანიების ტექნოლოგიების გამოყენება;
- კვლევის მეშვეობით, ერთმანეთს შეადარეს სასუქებისა და მცენარეთა დაცვის საშუალებების ეფექტურობა;
- გამოცადეს ბიოლოგიური პროდუქტები.
საბოლოო ჯამში, შეიძლება თამამად ითქვას, რომ ბარაქას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქართული აგრონომიის განვითარებაში. გარდა იმისა, რომ კომპანია ფერმერებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებული აგრომაღაზიათა ქსელის მეშვეობით, მეურნეობაში მცენარეთა მოვლა-მოყვანისთვის ყველა საჭირო პროდუქციას – სასუქებს, მცენარეთა დაცვის საშუალებებს, სათესლე მასალებს სთავაზობს, ასევე მისი გუნდის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა აგრარულ სექტორში ინოვაციური მიგნებებისა და სამეცნიერო მიღწევების საქართველოს რეალობაში დანერგვაა.