პოლარის მაპი
პოლარის მაპი
Back to products
მოლიბდენი (Mo)
მოლიბდენი (Mo)

მანგანუმი (Mn)

მანგანუმი (Mn) EDTA ხელატი 12.5% + კალიუმის ოქსიდი (K2O) 21%

1103,20 

წონა არ არის
შეფუთვა

25კგ

ბრენდი

Adob, პოლონეთი

პრეპარატული ფორმა

მანგანუმი (Mn) EDTA ხელატი 12.5% + კალიუმის ოქსიდი (K2O) 21%

არტიკული: არ არის კატეგორია: , ,
აღწერა

 ADOB®️ Mnk2 EDTA-12,5% არის უნიკალური სასუქი, რომელიც სპეციალურად შექმნილია ნეიტრალური pH პირობებში მცენარეებში მანგანუმის დეფიციტის კორექტირებისათვის.

დაპატენტებული წარმოების პროცესის გამო, ADOB®️ Mnk2 EDTA-12,5% ხასიათდება რამდენიმე უნიკალური თვისებით:

  • პროდუქტში მანგანუმის მთლიანი კონცენტრაცია (12,5% w/w) 100% ხელატირებულია EDTA ხელატური აგენტის მიერ, რაც მას სრულიად ეფექტურს და ხელმისაწვდომს ხდის მცენარეებისათვის.
  • უნიკალური “ჟოლოს: ფორმის მიკროგრანულები, რომელიც თავისუფალია მტვრისგან. პროდუქტი არ არის ჰიგროსკოპული და თვითხსნადია, არ საჭიროებს მორევას. პროდუქტის ხსნადობა: 120 გ/ლ 20 °C – ზე.
  • ვინაიდან წარმოების პროცესი არ შეიცავს სულფატებს, ქლორიდებს ან ნიტრატებს, პროდუქტი თავისუფალია ანიონებისგან.
  • პროდუქტი მანგანუმის გარდა შეიცავს 21% K2O, მცენარისათვის საჭირო ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მაკროელემენტს, რომელიც სრულად არის ხელმისაწვდომი მცენარეებისათვის.
  • არ შეიცავს ნატრიუმს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სათბურებში და მაღალი მარილიანობის მქონე ნიადაგებში. შესაბამისად, არ არსებობს ნატრიუმის დაგროვების რისკი.

ADOB®️ Mnk2 EDTA-12,5% უზრუნველყოფს მანგანუმის დეფიციტის სწრაფ კორექციას და მკურნალობს დეფიციტით გამოწვეულ ფიზიოლოგიურ დარღვევებს. ძირითადად რეკომენდებულია ფოთლოვანი გამოყენებისთვის, ჰიდროპონიკისა და ფერტიგაციისთვის. რეკომენდებულია პრევენციული და მაკორექტირებელი მიზნებისათვის ყველა სასოფლო-სამეურნეო და ბაღჩეულ კულტურაში.

მანგანუმის როლი მცენარეში:

მანგანუმი (Mn) არის მცენარის აუცილებელი მინერალური საკვები ნივთიერება, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს რამდენიმე ფიზიოლოგიურ პროცესში, განსაკუთრებით ფოტოსინთეზში. Mn ნაკლებობა იწვევს მცენარის სხვადასხვა ნაწილში ხსნადი შაქრის კონცენტრაციის მკვეთრ კლებას. მისი დეფიციტი იწვევს მშრალი ნივთიერების წარმოების და მოსავლიანობის შემცირებას.

Mn ააქტიურებს 35 ფერმენტს, რომელთაგანაც ზოგიერთი მონაწილეობას იღებს ლიგნინის სინთეზში. ლიგნინი ზრდის მექანიკურ გამძლეობას, ის ქმნის ბარიერს პათოგენური ინფექციების წინააღმდეგ, შესაბამისად იზრდება მცენარის გამძლეობა მავნებელ-დაავადებების წინააღმდეგ.

გამოყენების ინსტრუქცია:

კულტურა გამოყენების ჯერადობა გამოყენების ნორმა /ჰა ხსნარის მოცულობა მაქსიმალური კონცენტრაცია %
კარტოფილი 1-2 0.6-1.2 200-300 0.6
ყვავილები 1-2 0.1-0.3 200-300 0.15
პომიდორი 1-2 0.3-0.6 250-500 0.24
წიწაკა 1-2 0.3-0.6 250-500 0.24
კიტრი 1-2 0.3-0.6 250-500 0.24
ციტრუსი 2-3 0.5-0.8 500-1000 0.16

რეკომენდებული pH, რომელიც უზრუნველყოფს ხელატის ფრაქსიის სტაბილურობას:4-8

გამოიყენეთ მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას