ლურჯი მოცვის კრეფის სეზონი იმერეთში – როგორ გახდა „ბარაქა“ ფერმერთა სანდო პარტნიორი?
ლურჯი მოცვის კრეფის სეზონი იმერეთში დასრულებულია. მოსავალი იყო ბარაქიანი და ხარისხიანი – ასე ამბობენ ფერმერები, ზოგიერთ მათგანს უკვე მრავალი წელია მოცვის ბაღი აქვს, ზოგმა კი წელს პირველი მოსავალი მოკრიფა.
პირველი მოსავალი – გურამ დათიაშვილის ბაღი
ფერმერი გურამ დათიაშვილი, რომელმაც მოცვი სულ ერთი წლის წინ გააშენა, წელს უკვე პირველ ბარაქიან მოსავალს იღებს. მისი ბაღი 8 ჰექტარზეა გაშენებული და 6 განსხვავებული ჯიშის ლურჯ მოცვს მოიცავს. მოცვის დარგვის დღიდან ფერმერი ყველა აუცილებელ პრეპარატს “ბარაქას” რეკომენდაციით იყენებს. პირველი მოსავლის ხარისხით იმდენად კმაყოფილია, რომ სამომავლოდ მეურნეობის გაფართოებას გეგმავს.
კომპანია „აგრო +“-ს გამოცდილება
შპს „აგრო პლიუსის“ ლურჯი მოცვის ბაღი, კომპანიის მენეჯერმა გიორგი მეძმარიაშვილმა დაგვათვალიერებინა. ბაღი 2011 წელს გაშენდა და ახლა უკვე 25 ჰექტარ მიწის ნაკვეთს მოიცავს. „აგრო +“ უკვე მეორე წელია აგროკომპანია „ბარაქასთან“ აქტიურად თანამშრომლობს, ყველაზე თვალსაჩინო მათ ბაღში პრეპარატ „განშოთის“ ეფექტია, კომპანიის მენეჯერი გვიყვება, რომ ეს ხანგრძლივი მოქმედების ჰერბიციდი მათთვის ყველაზე ეფექტური აღმოჩნდა და სარეველა მთლიანად მოსპო.
რა ხდება ბაღში, როდესაც პროფესიონალი აგრონომი გიწევს კონსულტაციას?
წლიდან-წლამდე მოცვის ნარგავებზე ზრუნვა რთული და გამოწვევებით სავსე საქმეა, ეს პროცესი შრომასა და მოთმინებასთან ერთად ზოგჯერ გამოცდილი სპეციალისტების დაუყოვნებელ ჩარევასაც მოითხოვს. რამდენიმე თვის წინ დახმარების თხოვნით ადგილობრივმა ფერმერმა გოდერძი სინაურიძემ მოგვმართა, მისი მოცვის ნერგებს ფოთლები უყვითლდებოდა, აღარ იზრდებოდა და ეტაპობრივად ხმებოდა. ამ მოცვის ბაღისთვის „ბარაქას“ აგრონომებმა სპეციალურად შეიმუშავეს დაცვის და გამოკვების სქემა, შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, მოცვის ბაღი არა მხოლოდ გადარჩა, არამედ ფერმერმა მოსავალიც აიღო.
მზადება მომავალი სეზონისთვის
იმისთვის, რომ მოცვის მოსავალი მომავალ წელსაც უხვი და ბარაქიანი იყოს, ფერმერები ზრუნვას უკვე იწყებენ, ეს ხანგრძლივი პროცესი ნიადაგის გამოკვებას, მცენარის დაცვას და სწორი ჰერბიციდების გამოყენებას მოიცავს.
ხარისხიან პროდუქციასთან ერთად ბარაქა პროფესიონალურ მხარდაჭერასაც გთავაზობთ. დამატებით დეტალებს თუ როგორია „ბარაქას“ მოცვის დაცვის სქემა სიუჟეტში ნახავთ.
მეტი ინფორმაციისთვის:
ეწვიეთ ბარაქას გვერდს www.baraka.ge
იხილეთ ბარაქას იუთუბ არხი — https://www.youtube.com/@baraka.georgia2230
ან დარეკეთ: 032 22 04 44 49