კომპანია ,,ბარაქა,, არის ბრენდი, რომელიც პროფესიონალთა გუნდით აგრარული სფეროს განვითარებაზე ზრუნავს, ახალი აღმოჩენებისა და ინოვაციების დანერგვას უზრუნველყოფს და ფლობს ამჟამად 12  ქსელურ აგრომაღაზიასა, ფერმერთა მომსახურების ცენტრს საქართველოში.

ჩვენ გთავაზობთ დინამიურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამსახურს ახალგაზრდულ და მაქსიმალურ შედეგზე ორიენტირებულ  გუნდში. 

გვიხილეთ:

acebook-ზე – https://www.facebook.com/Baraka.Georgia 

ვაცხადებთ ვაკანსიას მაღაზიაში  მტვირთავის პოზიციაზე ,  

საქართველოს შემდეგ რეგიონებში  ჩვენს მაღაზიებში: თელავი, ყვარელი, ლაგოდეხი, წნორი, გორი და მარნეული.

ვეძებთ ახალ თანამშრომელებს  საქართველოს რეგიონებში ჩვენს მაღაზიათა ქსელისათვის, რომელიც აქტიურად ჩართული იქნება აგრო ბიზნესის განვითარებაში საქართველოში. კანდიდატს უნდა ჰქონდეს გამოცდილება სასაწყობში მუშაობის, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

  • პროდუქციის მიღებაში მაღაზიის მენეჯერის ან/და უშუალო ხელმძღვანელის დახმარება;
  • პროდუქციის დათვლაში მაღაზიის მენეჯერის ან/და უშუალო ხელმძღვანელის დახმარება;
  • პროდუქციის დასაწყობებაში მონაწილეობის მიღება;
  • პროდუქციის გაცემა და ნაშთების კონტროლი;

სასურველია საწყობში მუშაობის გამოცდილება.

მაღაზიის მენეჯერის ან/და სხვა უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება და მაღაზიის მენეჯერის ან/და სხვა უშუალო ხელმძღვანელის დახმარება საწყობის ფუნქციონირების გამართულად მუშაობის მიზნით;

საწყობის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოს შესრულება.

ბენეფიტები:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • კორპორატიული ნომერი სატელეფონო ლიმიტით
  • მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი

დასაქმებულს ვთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, ახალგაზრდა  თანამშრომელთა გუნდს, ანაზღაურება   700  ლარი (NET).

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09-დან 18 საათამდე, შაბათი მოკლე დღე 09-დან 14 საათამდე  და კვირა დასვენების დღეა. 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ  CV ფოტოსურათით, შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected]  ველში “Subject” მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება მაღაზიის საწყობში მტვირთავი – დაწერეთ შესაბამისი რეგიონი  ( გთხოვთ აუცილებლად ) ან დარეკეთ მობ. +995 577 74 1661

გისურვებთ წარმატებებს!