ქართველი აგრონომებისა და ფერმერესბითსვის კიდევ ერთი საერთაშორისო მასტერკლასი გაიმართა — აგროკომპანია „ბარაქას“ მოწვევით, საქართველოში სამუშაო ვიზიტით სერბული სასუქების მწარმოებელი კომპანიის ELIXIR ZORKA-ს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. სტუმრებმა ადგილობრივ ფერმერებს ინოვაციური სასუქების გამოყენების თანამედროვე ტექნოლოგიები გააცნეს და ადგილზე პრაქტიკული ტრენინგები ჩაუტარეს.

ვიზიტის ფარგლებში სერბმა სპეციალისტებმა რამდენიმე ქართული ფერმერული მეურნეობა მოინახულეს. მათ შორის იყო ლაგოდეხის ერთ-ერთი ნაკვეთი, სადაც NPK 6:24:12 ტიპის სასუქი გამოიყენება (სიმინდსა და ხორბალზე). როგორც გაირკვა, სასუქი შეირჩა ადგილობრივი მიკროკლიმატისა და ნიადაგის თავისებურებების საფუძველზე.

ELIXIR ZORKA-ს აგრონომმა დეიან იოჩიჩმა აღნიშნა, რომ ამ სასუქში აზოტის, ფოსფორისა და კალიუმის მაღალ შემცველობასთან ერთად მნიშვნელოვანი მიკროელემენტი — თუთიაც — შედის, რომელიც ფესვთა სისტემის განვითარებასა და მცენარის ზრდაში გადამწყვეტ როლს ასრულებს. „ამის შედეგად, ველით უხვ და ხარისხიან მოსავალს“, — განაცხადა იოჩიჩმა.

ქართველ ფერმერთა წრეებში კარგადაა ცნობილი ELIXIR ZORKA-ს მეორე პროდუქტი — მიკროგრანულირებული Nutriboost NP 10-45. როგორც კომპანიის გლობალური გაყიდვების კოორდინატორმა, ოლივერა პოპოვმა განმარტა, ეს სასტარტო სასუქია, რომელიც პირდაპირ თესვის პროცესში, თესლთან ერთად ნიადაგში შედის და მცენარის ადრეულ განვითარებას უწყობს ხელს. პროდუქტი გამორჩეულია სტრესულ პირობებთან ადაპტაციის უნარითა და მოსავლიანობის ზრდის ხელშეწყობით.

„გვიხარია, რომ ქართველ ფერმერებთან გვაქვს ურთიერთობა. ჩვენი მიზანია, სწორად ვაჩვენოთ, როგორ უნდა მოხდეს პროდუქტის გამოყენება მაქსიმალური შედეგის მისაღებად“, — დასძინა პოპოვმა.

ვიზიტის განმავლობაში სერბმა სპეციალისტებმა ადგილობრივ ფერმერებს ადგილზე პრაქტიკული მანიპულაციებიც ჩაუტარეს. მათ ახსნეს სასუქების დოზირებისა და გამოყენების სპეციფიკა კონკრეტული კულტურებისთვის. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სასტარტო სასუქების მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით სიმინდის, ხორბლისა და მზესუმზირის კულტურებში. თუმცა, მათი გამოყენება სხვა აგროკულტურებშიც წარმატებითაა შესაძლებელია.

როგორც „ბარაქას“ კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მერი პაპუნაშვილმა აღნიშნა, მსგავსი ვიზიტები ხელს უწყობს ფერმერებს, გაიზიარონ საერთაშორისო გამოცდილება და აითვისონ თანამედროვე პროდუქტები: „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქართული სოფლის მეურნეობა განვითარდეს მსოფლიო სტანდარტების მიხედვით. სერბ კოლეგებთან პარტნიორობა ამ მიზნის მიღწევაში გვეხმარება“.

ბარაქა — ქართული აგროკომპანიაა, რომელიც 2020 წელს დაარსდა. მისი მიზანია სოფლის მეურნეობის მოდერნიზაცია და ქართველ ფერმერთა განვითარების ხელშეწყობა თანამედროვე აგროტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ცოდნის გავრცელების საშუალებით. კომპანია ფერმერებს საქართველოს ყველაა რეგიონში აწვდის მაღალი ხარისხის აგროქიმიურ პროდუქტებს, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, და უზრუნველყოფს კონსულტაციას სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგში.