ესპანური კომპანია Semillas Fitó აგროკომპანია „ბარაქას“ ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია. Semillas Fitó თანამედროვე ფერმერებს 500-ზე მეტი ჰიბრიდის სათესლე მასალას სთავაზობს, „ბარაქას“ მაღაზიათა ქსელში ამ კომპანიის მიერ მოწოდებული, ლიცენზირებული სათესლე მასალის შეძენა შეგიძლიათ, მათ შორისაა – პომიდვრის, კიტრის, წიწაკის, ყაბაყის, საზამთროსა და ნესვის ჰიბრიდები. მთავარი უპირატესობა კი ის არის, რომ „ბარაქას“ აგრონომების გუნდს თითოეული სათესლე მასალა უკვე წინასწარ აქვთ გამოცდილი, ადგილობრივ კლიმატსა და გარემო პირობებში.

იმის შესაფასებლად თუ რამდენად ნაყოფიერია ესპანური კომპანიის სათესლე მასალა საქართველოში და რამდენად კონკურენტუნარაინია საბოლოო პროდუქტი ადგილობრივ ბაზარზე საგანგებო ვიზიტით ქვეყანაში იმყოფებოდა აზიზ მახკამოვი, Semillas Fitó -ს მენეჯერი კავკასიის რეგიონში.

ამ ყველაფრის ნახვა კი ყველაზე უკეთ  „ბარაქას“ მეგობარი ფერმერების მეურნეობებშია შესაძლებელი, რომლებიც აზიზ მახკამოვმა აგრონომების გუნდთან ერთად მოინახულა.

„ეს ვიზიტი საქართველოში მიზნად ისახავს ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნების უკეთ გაცნობას, ფერმერთათვის ახალი სათესლე მასალების პრეზენტაციას და საუკეთესო მოსავლის მისაღებად მათთვის აგროტექნიკური ცოდნის გაზიარებას“ – ამბობს ბარაქას კორპორატიული გაყიდვების ხელმძღვანელი, მერიკო პაპუნაშვილი.

ვიზიტი ლაგოდეხით დაიწყო, სადაც აზიზ მახკამოვი თავად შეხვდა და ესაუბრა ადგილობრივ ფერმერებს.

ესპანური კომპანია Semillas Fitó „ბარაქას“ მეგობარი ფერმერების მეურნეობებში
ესპანური კომპანია Semillas Fitó „ბარაქას“ მეგობარი ფერმერების მეურნეობებში 3

“ჩვენ ვესტუმრებთ რამდენიმე ფერმერს ბარაქას აგრონომებთან ერთად და ვნახეთ სხვადასხვა კულტურები: ნესვი, საზამთრო, წიწაკა, პომიდორი, კიტრი და სხვა. შედეგების ნახვის შემდეგ გაოცებული ვიყავი. მოხარული ვარ, რომ ქართველი ფერმერები სწრაფად მიიწევენ წინ და ვიმედოვნებ ჩვენი ურთიერთობა ბარაქასთან მომავალშიც  ნაყოფიერი იქნება.“ – თქვა აზიზ მახკამოვმა.

ადგილობრივმა ფერმერებმა მეურნეობის დათვალიერებისას ისაუბრეს იმ საჭიროებებსა და გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ყოველდღიურად დგანან, მათ სჭირდებათ იმგვარი სათესლე მასალა, რომელიც ერთი მხრივ კარგად უმკლავდება დაავადებებსა და მავნებლებს, მეორე მხრივ კი არის უკონკურენტო, რადგან აბსოლიტურად განსხვავდება ადგილობრივ ბაზარზე უკვე არსებული პროდუქტისგან.

„ძალიან გაოცებული დავრჩი თუ რამდენად სწრაფად მიიწევენ წინ ქართველი ფერმერები. წინა წლებთან შედარებით სიტუაცია ძალიან შეცვლილია. ფერმერებისთვის მნიშვნელოვანი გახდა მრავალფეროვნება, ისინი ირჩევენ სხვადასხვა მახასიათებლებისა და ვიზუალის მქონე ბოსტნეულს, მათ შორის ფერად პომიდვრებსა და ყაბაყებს, ასევე პორციული ზომის ნესვებსა და საზამთროებს. ჩვენ გვაქვს პროდუქციის ახალი პორტფოლიო, რომელიც ყველა ამ მოთხოვნას ერგება. იმედი მაქვს ფერმერებს მოეწონებათ ჩვენს მიერ შეთავაზებული ახალი პროდუქტი და დიდ მოგებას ნახავენ, ჩვენი მთავარი მიზანი სწორედ ეს არის“ – ამბობს Semillas fito-ს წარმომადგენელი საქართველოში.

აგროკომპანია „ბარაქას“ საცდელ მეურნეობაში ყოველ წელს გამოიცდება Semillas Fito-ს მიერ მოწოდებული ახალი ჰიბრიდების სათესლე მასალები. წელს „ბარაქას“ მეურნეობის ხელმძღვანელმა კახა წანაწყენიშვილმა ნესვის ჰიბრიდები – პიასი და რეგისი, ასევე საზამთროს ჰიბრიდები – ლუსინდა, პერლა ნეგრა და პრიზმატიკა გამოცადა წარმატებით.

ესპანური კომპანია Semillas Fitó „ბარაქას“ მეგობარი ფერმერების მეურნეობებში
ესპანური კომპანია Semillas Fitó „ბარაქას“ მეგობარი ფერმერების მეურნეობებში 4

„როგორც აღმოჩნდა, ესპანურ კლიმატში გამოყვანილი და იქაურ ჰავას მორგებული სათესლე მასალა, ჩვენს რეგიონში, ლაგოდეხის ცხელ კლიმატსაც კარგად შეეგუა და ძალიან პროდუქტიული ადაპტაცია განიცადა. ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ თანამშრომლობას Semillas Fito-სთან და მომდევნო სეზონისთვის მათ მიერ მოწოდებული, კიდევ უფრო საინტერესო ჰიბრიდების გამოცდას ვგეგმავთ.“ – ამბობს აგროკომპანია „ბარაქას“ აგრონომი და საცდელი მეურნეობის ხელმძღვანელი კახა წანაწყენიშვილი.

ესპანური კომპანია Semillas Fitó 1880 წელს ბარსელონაში დაარსდა და დღეისთვის სათესლე მასალის წარმოებაში გლობალური ბაზრის ერთ-ერთი ლიდერია. საქართველოში ესპანური კომპანიის ექსკლუზიური პარტნიორი აგროკომპანია „ბარაქაა“. ამ და სხვა პარტნიორებთან ერთად, ბარაქას აგრონომები ცდილობენ ქართველ ფერმერებამდე გლობალური მასშტაბის ცოდნა და გამოცდილება მიიტანონ. სწორედ ესაა ბარაქას მისია.  

„ბარაქა -გლობალური გამოცდილება საქართველოს ფერმერებისთვის“

მეტი ინფორმაციისთვის:

ეწვიეთ ბარაქას გვერდს www.baraka.ge

იხილეთ ბარაქას იუთუბ არხი — https://www.youtube.com/@baraka.georgia2230

ან დარეკეთ: 032 22 04 44 49