ბარაქას საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთი – მაღალი ხარისხის გარანტი ფერმერებისთვის
სოფლის მეურნეობა უწყვეტ და თავდადებულ შრომას მოითხოვს — ეს არის საფუძველი, რაც უზრუნველყოფს რეალურ და მდგრად შედეგს. ფერმერის ყოველდღიურობა სავსეა მრავალფეროვანი გამოწვევებით, რაც საჭიროებს აგროკულტურების სწორად შერჩევასა და მართვას. სწორედ ამ პროცესის მხარდასაჭერად, აგროკომპანია „ბარაქა“ ფერმერებს სთავაზობს პრემიუმ ხარისხის გადაწყვეტილებებსა და თანამედროვე, მეცნიერებაზე დაფუძნებულ პრაქტიკულ ცოდნას, რაც უმაღლესი ხარისხის პროდუქციის მიღების საწინდარია.
ამ მიზნის მისაღწევად აგროკომპანია ბარაქამ ლაგოდეხში საცდელ სადემონტრაციო მეურნეობა შექმნა. ეს არის მრავალფუნქციური და თანამედროვე კვლევითი სივრცე, სადაც ტარდება სასოფლო-სამეურნეო კულტურების, სრულფასოვანი გამოცდა. ინოვაციური აგროტექნოლოგიების გამოყენებით, აქ ხდება უმაღლესი ხარისხის ჰიბრიდული ჯიშების ტესტირება, რაც გულისხმობს მათ სიღრმისეულ შესწავლას წარმოებაში ჩაშვებამდე.
ბარაქას სამუშაო პრინციპი მკაფიო და არაერთგვაროვანია: სანამ რომელიმე ჰიბრიდული სათესლე მასალა ქართულ ფერმერულ პრაქტიკაში დაინერგება, ის სრულად უნდა იქნას გამოცდილი რეალურ პირობებში. საცდელ ნაკვეთზე მოყვანილია კიტრის, პომიდვრის, საზამთროს, ნესვისა და სხვა კულტურების ახალი ჰიბრიდები. აღნიშნული სივრცე არის ერთგვარი ნდობის ლაბორატორია, სადაც თითოეული ჯიში გადის მკაცრ შეფასებას.
კვლევითი პროცესის ეფექტიანობის გასაზრდელად, ნაკვეთი მოიცავს როგორც ღია გრუნტს, ისე თანამედროვე სათბურს. ეს იძლევა შესაძლებლობას სხვადასხვა ჰიბრიდის ადაპტაციური უნარების შესაფასებლად სხვადასხვა კლიმატურ პირობებში. შედეგად, გამოვლინდება გენეტიკურად უპირატესი მასალა, რომელიც პასუხობს როგორც კლიმატურ, ისე ბაზრის მოთხოვნებს.
საწარმოო პროცესზე სრული კონტროლი საშუალებას გვაძლევს დეტალურად დავაკვირდეთ კულტურების განვითარების ყველა ეტაპს — თესვიდან მოსავლის აღებამდე. ვტესტავთ ისეთ კრიტერიუმებს, როგორებიცაა:
- აღმოცენება
- დაავადებების მიმართ რეზისტენტობა და სხვადასხვა გარემო პირობებზე გამძელობა
- გემოვნური და ვიზუალური მახასიათებლები
- მოსავლიანობა
- შენახვისა და ტრანსპორტირების შესაძლებლობები
- უპირატესობა ბაზარზე დამკვიდრებულ კონკურენტებთან
მონაცემების ანალიტიკური დამუშავება უზრუნველყოფს მტკიცებულებაზე დაფუძნებული რეკომენდაციების შემუშავებას.
სათესლე მასალის შერჩევა ფერმერისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სტადიაა. ბარაქას მიზანია, თითოეული არჩევანი გახდეს გათვლილი და სანდო ნაბიჯი, რაც გამორიცხავს გაუთვალისწინებელ რისკებს. მხოლოდ ის ჰიბრიდები, რომლებმაც წარმატებით გაიარეს საცდელი ეტაპი, ხვდებიან კომერციულ ბაზარზე.
ბარაქას საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთი წარმოადგენს იმ სივრცეს, სადაც სამეცნიერო ცოდნა, პრაქტიკული გამოცდილება და პროფესიული პასუხისმგებლობა ერთიანდება. ჩვენი მისიაა — ქართულ სოფლის მეურნეობაში დანერგილი იყოს მხოლოდ მაღალი ხარისხის, შედეგზე ორიენტირებული და პრაქტიკაში დამტკიცებული სათესლე მასალა.
მეტი ინფორმაციისთვის:
ეწვიეთ ბარაქას გვერდს www.baraka.ge
იხილეთ ბარაქას იუთუბ არხი — https://www.youtube.com/@baraka.georgia2230
ან დარეკეთ: 032 22 04 44 49