დრიბლინგი

სპილენძის შემცველი ფუნგიციდები განსხვავდებიან შემცველობებით და ნაწილაკების ზომით. დრიბლინგი სხვებთან შედარებით შეიცავს გაცილებით წვრილ ნაწილაკებს, რაც უზრუნველოყოფს მცენარეზე უკეთ მიკვრას, შესაბამისად უფრო დიდხანს რჩება ფოთლის ზედაპირზე. როდესაც ნაწილაკები სველდებიან  წარმოქმნიან სპილენძის იონებს, რომლებიც კლავენ ბაქტერიებს და ხელს უშლიან სოკოვანი სპორების გამრავლებას.  დიდი ნაწილაკები კი, როგორსაც შეიცავს მაგალითად  ბორდოს ნარევი, ვერ ახდენს სრულ დაფარვას და წვიმის მიერ მარტივად ირეცხება. შესაბამისად, რაც უფრო მცირეა ნაწილაკების ზომა, მით მეტია ნაწილაკების რაოდენობა 1 კილოგრამზე და უფრო დიდია ფუნგიციდური ან ბაქტერიციდული აქტივობა.

წლების განმავლობაში დიდი რაოდენობით სპილენძის შემცველი პრეპარატების გამოყენება იწვევს ნიდაგში მის დაგროვებას ჭარბი რაოდენობით, რაც შემდგომ ნეგატიურად აისახება მცენარეზე. დაბალი ხარჯვის ნორმა განსაკუთრებით საყურადღებოა ბიომეურნეობებისათვის, რომლებიც შეზღუდულები არიან ერთ სეზონზე დასაშვები სპილენძის შემცველი ფუნგიციდების გამოყენებაში. სპილენძი კი ფაქტობრივად შეუცვლელია ისეთი დაავადებების წინააღმდეგ როგორებიცაა: ბაქტერიული დაავადებები, ფოთლის სიხუჭუჭე, ლაქიანობა, ჭრაქი და ა.შ.

აქედან გამომდინარე საჭიროა ისეთი ფუნგიციდის გამოყენება, რომელსაც აქვს დაბალი ხარჯვის ნორმა მცირე ნაწილაკების წყალობით და არ გამოიწვევს ნიადაგში ჭარბი რაოდენობით სპილენძის დაგროვებას.

image

დამატებითი ინფორმაციისთვის ამ და სხვა თემებზე, იხილეთ აგროკომპანია ბარაქას იუთუბის არხი – https://www.youtube.com/@baraka.georgia2230

დამატებითი ინფორმაციისთვის ამ და სხვა თემებზე, იხილეთ აგროკომპანია ბარაქას იუთუბის არხი - https://www.youtube.com/@baraka.georgia2230