აგროსფეროსმაღაზიები;სასუქები

სრული ანალიზი (Fertilization Manager)

ქიმიური:  საერთო  აზოტი- N ; C/N თანაფარდობა; აზოტის მიწოდების მაქსიმუმი;  საერთო  გოგირდი-S; გოგირდის მიწოდების მაქსიმუმი;  C/S თანაფარდობა ; საერთო ფოსფორი-  P;  მცენარისთვის ხელმისაწვდომი ფოსფორი- P;  ბმული ფოსფორი P; საერთო კალიუმი – K; მცენარისთვის ხელმისაწვდომი კალიუმი- K,  მაგნიუმი – Mg, ნატრიუმი- Na, კალციუმი- Ca; მთლიანი- Ca .

ფიზიკური: PH;  ჰუმუსი + ჰუმუსის ბალანსი; თიხის , ქვიშიშის და  ლამის ფრაქციების თანაფარდობა; კარბონატობა – CaCO3; კათიონების შთანთქმითი ტევადობა – CEC; ნიადაგის გაფხვიერების უნარი, ნიადაგის წყლისმიერი  და ქარისმიერი ეროზიის რისკები. საირიგაციო წყლის მოცულობა.მცენარისთვის ხელმისაწვდომი წყალი.

ბიოლოგიური:  ნიდაგის სიცოცხლისუნარიანობა.

რეკომენდაცია:  ფერმერის კულტურაზე მორგებული კვებითი რეკომენდაციები. ნიადაგისა და მცენარის ერთობლივი მახასიათებლების გათვალისწინებით.

პარამეტრი

ფასი $ (ექვივალენტი ₾-ში)

EC (ელექტრო გამტარობა)

20$

მიკროელემენტები :

B, Cu, Mn, Zn, Se, Co, Si, Mo, Fe.

50$

N- ნიადაგის მშრალ მასაში:

ნიტრატული, ამიაკური.

30$

S- ნიადაგის მშრალ მასაში

25$

არასრული ანალიზი (Limited)

სრული აზოტი- N ; C/N თანაფარდობა; აზოტის მიწოდების მაქსიმუმი; სრული გოგირდი-S; გოგირდის მიწოდების მაქსიმუმი;  C/S თანაფარდობა ; სრული ფოსფორი-  P;  მცენარისთვის ხელმისაწვდომი ფოსფორი- P; დაბლოკილი ფოსფორი P; სრული კალიუმი – K; მცენარისთვის ხელმისაწვდომი კალიუმი- K,  მაგნიუმი – Mg; PH; ჰუმუსი; თიხის ფრაქციის შემცველობა.

კონკრეტული ანალიზი (Liming)

PH; ჰუმუსი; თიხის ფრაქციის შემცველობა.

ნიადაგის ნაყოფიერების კონტროლი (Soil)

ქიმიური:  სრული – N, S, P, K, Ca, Mg; C/N თანაფარდობა; აზოტის მიწოდების მაქსიმუმი; C/S თანაფარდობა; გოგირდის მიწოდების მაქსიმუმი;

ფიზიკური:  PH; ორგანული-C; არაორგანული- C; ჰუმუსი + ჰუმუსის ბალანსი ; თიხის , ქვიშიშის და  ლამის ფრაქციების თანაფარდობა; კარბონატობა CaCO3 ; კათიონების გაცვლითი ტევადობა CEC; Ca, Mg, K, Na, H ის იონებით გაჯერების ხარისხი ; მექანიკური შედგენილობა; მცენარისთვის ხელმისაწვდომი წყლის მოცულობა.

ბიოლოგიური: ნიადაგის სიცოცხლისუნარიანობა

რეკომენდაცია:  ნიადაგის ნაყოფიერებაზე მორგებული კვებითი რეკმენდაციები. ნიადაგის ნაყოფიერების დონის მოსამატებლად და დასაბალანსებლად.

კულტურის ნაყოფიერების კონტროლი (Crop)

მცენარისთვის ხელმისაწვდომი მარაგები : N, S, P, K, Ca, Mg, Na, B, Cu, Mn, Zn,Se, Co, Si, Mo, Fe.

რეკომენდაცია: კვებითი რეკომენდაცია კულტურის მოთხოვნებიდან გამომდინარე.

ნიადაგის ცალკეული პარამეტრების კვლევა

თქვენი საჭიროებებიდან გამომდინარე, შეგვიძლია თქვენზე მორგებული პაკეტის შედგენა და ინდივიდუალური სერვისის შემოთავაზება.

ნებისმიერ მზარდ ორგანიზმს ესაჭიროება კვება ზრდისა და განვითარებისთვის. მცენარის შემთხვევაში საკვებ არეს ნიადაგი წარმოადგენს. რაც უფრო ნაყოფიერია ნიადაგი და სავსეა მცენარისთვის საჭირო მიკრო და მაკროელემენტებით, მით უფრო ძლიერია კულტურა, რომელსაც ის კვებავს. სწორედ ამ ნაყოფიერების დონის დასადგენად ყველაზე ეფექტური მეთოდია ნიადაგის ანალიზის ჩატარება,რადგან ეს პროცესი გვეხმარება, რომ დროულად აღმოვაჩინოთ ნებისმიერი სახის პრობლემა და მისი არსებობის შემთხვევაში, სწრაფად გავატაროთ შესაბამისი ღონისძიებები.

ნიადაგის ნაყოფიერების შესანარჩუნებლად მხოლოდ ერთი გზა არსებობს – ნიადაგისა და კულტურის ეტაპობრივი მონიტორინგი. ნებისმიერი აგრონომისა და ფერმერის მიზანია, რომ უხვი მოსავალი მიიღოს, თუმცა არა ერთჯერადად, არამედ მრავალჯერ -მომდევნო წლების განმავლობაშიც. ამ მიზნის მიღწევა ჯანსაღი ნიადაგის გარეშე წარმოუდგენელია, შესაბამისად გვჭირდება როგორც ნიადაგის შემადგენელი ელემენტების, ასევე მასში მცენარისთვის საჭირო საკვები ნივთიერებების მუდმივი კონტროლი, რათა საჭიროების შემთხვევაში დროულად შევძლოთ დანაკლისის შეფასება და მისი გამოსწორება.

ასეთ ეტაპზე დიაგნოსტიკის ისეთ მეთოდებს მივმართავთ როგორებიცაა:

  • ვიზუალური დეფიციტის სიმპტომები;
  • ნიადაგის ანალიზი;
  • მცენარის მწვანე მასის ანალიზი (ფოთოლი, ღერო, ქსოვილები)
  • დისტანციური მონიტორინგი (ისეთი ციფრული სისტემების გამოყენება როგორიცაა EOS ან დრონებით მონიტორინგი )

თუკი კულტურაზე დეფიციტის ვიზუალური სიმპტომები შეინიშნება, ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი სახის რეაგირება უკვე დაგვიანებულია და იმ წელს დაკარგული გვაქვს მოსავლის გარკვეული რაოდენობა.სწორედ ამიტომ ენიჭება სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოებაში უდიდესი მნიშვნელობა ნიადაგის წინასწარ შეფასებას. ამ დროს დგინდება თუ რამდენად აქვს ნიადაგს იმის შესაძლებლობა, რომ მცენარე საკმარისი საკვები ელემენტებით მოამარაგოს როგორც დარგვის პროცესში, ისე – მთელი ვეგეტაციის პერიოდში.

აგროკომპანია ბარაქა ამ მიმართულებითაც სთავაზობს ფერმერებს მაღალი ხარისხის მომსახურებას. უფრო კონკრეტულად კი, ჩვენი ნიადაგის სპეციალისტები ნიადაგის ნიმუშს ევროპულისტანდარტების მიხედვით იღებენ, ხოლო ამის შემდეგ, ნიმუში ევროპის ერთ-ერთ მოწინავე ჰოლანდიურ ლაბორატორიაში  – ეუროფინს აგროში იგზავნება გამოსაკვლევად.

„ეუროფინს აგრო“ წარმოადგენს ლიდერ ორგანიზაციას ბიოლოგიური მეცნიერებების კვლევის მიმართულებით. ლაბორატორია 1987 წელს დაარსდა და დღეისათვის 50 ქვეყანაში არსებულ, 1000–მდე ორგანიზაციასთან თანამშრომლობს, მათ შორის – საქართველოში ექსკლუზიურად ბარაქასთან. როგორც ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური და ხარისხზე ორიენტირებული კომპანია, ეუროფინს აგრო იდეალურად ასრულებს ისეთ სტანდარტებს როგორიცაა: მკაცრად კონტროლირებადი მაღალი ხარისხი, კლიენტების კონფიდენციალურობა და მუდმივად განახლებადი ტექნოლოგიები.

CEC ემყარება კათიონების გაცვლით ტევადობას, მას მეორენაირად ვიცნობთ როგორც თიხა-ჰუმუსის კომპლექსს. CEC მიუთითებს საკვები ელემენტების (კათიონების) იმ რაოდენობას, რომლის დაკავშირებაც შეუძლია ნიადაგს. სხვა სიტყვებით, რა რაოდენობის კალიუმის, მაგნიუმის, კალციუმისა და ნატრიუმის კათიონების დაბმა-დაკავშირება და შემდეგ გამოთავისუფლება შეუძლია ნიადაგს მცენარის ზრდის პერიოდში. pH-ის დაბალმა დონემ შესაძლოა გამოიწვიოს თიხა-ჰუმუს კომპლექსში დიდი რაოდენობით ალუმინის და H+ იონების დაგროვება, რაც თავისთავად ამცირებს CEC-ის ეფექტურობას.

СEC მაჩვენებელი არის ნიადაგის ნაყოფიერების დონის განმსაზღვრელი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინდიკატორი. ის გვაძლევს ინფორმაციას ჩვენი ნაკვეთის პროდუქტიულობის ზღვრებზე. როგორც აღვნიშნეთ СEC წარმოადგენს თიხა-ჰუმუსის კომპლექსს, მისი საშუალებით ჩვენ შეგვიძლია დავაკვირდეთ და გავაუმჯობესოთ  ნიადაგის ორგანული მასა. ჩვენ ასევე შეგვიძლია გავაუმჯობესოთ СEC ის ეფექტურობა მოკირიანების გზით. CEC ყველაფერთან ერთად არის ნიადაგის სტრუქტურის ინდიკატორიც. ჩვენ გვაქვს ორი გზა ნიადაგის სტრუქტურის გასაუმჯობესებლად: იმ შემთხვევაში თუ pH დონე არის დაბალი, შეგვიძლია მივმართოთ მოკირიანებას, რისი საშუალებითაც კალციუმის კონცენტრაცია თიხა-ჰუმუს კომპლექსში გაიზრდება.  ხოლო თუ pH დონე თავიდანვე არის მაღალი, მაშინ შეგვიძლია გამოვიყენოთ მოთაბაშირების მეთოდი, რაც ასევე გაზრდის კალციუმის დონეს. ორივე ქმედება გააუმჯობესებს კალციუმის კონცენტრაციას თიხა – ჰუმუს კომპლექსში, რაც მიგვიყვანს ნიადაგის ბევრად უკეთეს სტრუქტურამდე, ჟანგბადის მეტ რაოდენობამდე, და ახალი სეზონის დაწყებისთვის ბევრად უკეთეს პოზიციამდე.

ნაყოფიერი, ხარისხიანი მოსავლისთვის საჭიროა ჩვენ მიერ მოყვანილი კულტურის სწორი გამოკვება მისი მოთხოვნილებებიდან გამომდინარე.

აგროკომპანია ბარაქასა და „ეუროფინს აგროს“ მიერ გაცემული ერთობლივი რეკომენდაციები დამყარებულია ორ ძირითად იდეაზე: ჩვენ ვაკვირდებით ნიადაგში საკვები ელემენტების შემცველობას და მცენარის მიერ, მთელი ვეგეტაციის პერიოდში მათი შეთვისების ხარისხს. ასევე შევისწავლით იმას, თუ რომელი საკვები ელემენტი არის ნიადაგში დეფიციტური. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიდგომაა, რადგან შესაძლებელია ნიადაგში დამაკმაყოფილებელი მარაგებით გვხვდებოდეს მცენარისთის ხელმისაწვდომი აზოტი, ფოსფორი, გოგირდი და კალიუმი, მაგრამ ამავდროულად დეფიციტში იყოს მეორადი ელემენტები. ასევე, შესაძლებელია, რომ ნიადაგში ყველა მიკრო და მაკრო ელემენტი საჭირო რაოდენობით გვქონდეს, მაგრამ მხოლოდ ერთი მიკრო ელემენტის –  მაგნიუმის დეფიციტი გამოიკვეთოს, ამ შემთხვევაში ფერმერი მიიღებს დაბალი ხარისხის, მცირე მოსავალს.

მექანიკური შედგენილობის განსაზღვრით ჩვენ ვადგენთ ნიადაგის სტრუქტურული ნაწილაკების განლაგებას.  ნიადაგის ნაწილაკები შეიძლება იყოს: თიხა, ქვიშა და ლამი. მათ შორის ყველაზე მცირე ნაწილაკია თიხა, ყველაზე დიდ ფრაქციებს შეიცავს ქვიშა, ხოლო ლამი ამ ორს შორის მერყეობს. ნიადაგში მათი განაწილების ცოდნა საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ ნიადაგის ჩარეცხვის საშიშროების რისკები და დროულად მივმართოთ მათი აღმოფხვრის გზებს. მაგალითად შეგვიძლია ნიადაგში შევიტანოთ კირქვა, თაბაშირი, ან უბრალოდ დავამატოთ ორგანული სასუქი. ნიადაგის ანალიზის“ფარგლებში გაცემულ რეკომენდაციაში აგროკომპანია ბარაქა გთავაზობთ საუკეთესო გადაწყვეტილებას თქვენი ნიადაგის სტრუქტურის გასაუმჯობესებლად. ამასთან, ჩვენი აგრონომები დამატებით გასცემენ  რეკომენდაციებს საირიგაციო წყლის ოპტიმალურ რაოდენობასთან დაკავშირებით, რადგან დიდი რაოდენობით ირიგაციამ შეიძლება გამოიწვის ისეთი საკვები ელემენტების ნიადაგიდან ჩარეცხვა, როგორიცაა: აზოტი, გოგირდი და კალიუმი. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ნიადაგის მექანიკურ შედგენილობაზე დაყრდნობით გაიცეს შემდეგი სახის  რეკომენდაციები: საირიგაციო წყლის რაოდენობა და მიწოდების ინტენსიობა, ნიადაგის სტრუქტურისა და ორგანული მასის გაუმჯობესების ღონიძიებების რაოდენობა, მოცულობა და ვადები.

შეავსეთ განაცხადი










    ველის აღწერა
    • Image
    • SKU
    • Rating
    • Price
    • Stock
    • Availability
    • Add to cart
    • Description
    • Content
    • Weight
    • Dimensions
    • Additional information
    • Attributes
    • Custom attributes
    • Custom fields
    Click outside to hide the compare bar
    შედარება