ვიტასოილი
24,10 ₾ – 588,00 ₾
ნივთიერება |
7 x 107 CFU/ml (Azospirillum brasilense – 2 x 107 CFU/ml; Agrobacterium pusense – 2 x 107 CFU/ml; Ochrobactrum pseudogrignonense – 2 x 107 CFU/ml – Meyerozima guilliermondii – 1 x 107 CFU/ml) |
---|---|
პრეპარატული ფორმა |
სითხე |
შეფუთვა |
10ლ ,1ლ ,20ლ |
ბრენდი |
Symborg, ესპანეთი |
ვიტასოილი არის ფიტო-გამაძლიერებელი რიზოსფერული მიკრობული კომპლექსი, რომელიც ემყარება შერჩეულ რიზოსფერულ მიკროორგანიზმებს, რომლებიც ზრდიან ნიადაგების და სუბსტრატების სასარგებლო მიკრობულ პოპულაციებს და არ აძლევენ მავნე ორგანიზმებს განვითარების საშუალებას.
ვიტასოილი გამოიყენება დეგრადირებულ ნიადაგებში, ასევე სტრესულ სიტუაციებსა და იმ მომენტებში, როდესაც მცენარეს ყველაზე მეტად სჭირდება მინერალური ნივთიერებები.
ვიტასოილის მახასიათებლები:
- ხელს უშლის ნიადაგების დეგრადაციას
- იგი ზრდის ნაყოფიერებას და ბიოლოგიურ აქტივობას რიზოსფეროში
- აბალანსებს მიკრობიოლოგიურ გარემოს ნიადაგში
- აფიქსირებს და ხელმისაწვდომს ხდის მცენარისთვის ატმოსფერულ აზოტს
რიზოსფერო ნიადაგში დიდ როლს ასრულებს, ეს არის სივრცე ფესვების გარშემო, სადაც ინტენსიურად მიმდინარეობს მიკრობიოლოგიური პროცესები. ვიტასოილში არსებული რიზოსფერული მიკროორგანიზმებით, რიზოსფეროს ძირითადი ფუნქციები ძლიერდება, რითაც ხდება სოფლის მეურნეობის ნიადაგების დეგრადაციის თავიდან აცილება
რიზოსფერული მიკროორგანიზმები ხელმისაწვდომს ხდიან საკვებ ელემენტებს, აზოტს, ფოსფორსა და კალიუმს, რაც აუმჯობესებს ნიადაგის ნაყოფიერებას და ბიოლოგიურ აქიურობას.