ველამინ კალციუმი

ბრენდი:

ველამინ კალციუმი არის პროდუქტი, რომელიც შედგება თავისუფალი ამინომჟავებისა და კალციუმისგან, აქვს პრევენციული და გამაძლიერებელი ეფექტი კალციუმის დეფიციტის დროს. მისი გამოყენება განსაკუთრებით რეკომენდებულია მცენარის ძლიერი ზრდისა და განვითარების ფაზებში. ის შეიწოვება და მიეწოდება მცენარის იმ ნაწილებს, სადაც ხდება ყველაზე მეტი აქტივობა და სადაც საჭიროა საკვები ნივთიერებების მეტი რაოდენობა.

ველამინ კალციუმი ეხმარება მცენარეს მინერალური მარილების და ნიადაგში არსებული სხვა ელემენტების შეთვისებაში. ამინომჟავები ხელს უწყობენ კალციუმის შეწოვას ფოთლებისა და ფესვების მეშვეობით.

კალციუმი აუცილებელია ფესვთა სისტემის და ფოთლის, განსაკუთრებით კვირტებისა და ზრდის წერტილების დაბალანსებული განვითარებისთვის. კალციუმი ითვლება ნიადაგის ნაყოფიერების განმსაზღვრელ აუცილებელ ელემენტად.

გამოყენების რეკომენდაციები:

გამოიყენება ყველა სასოფლო სამეურნეო კულტურაში.

ფოთლოვანი გამოკვება:

დოზა: 150-300 მლ 100 ლიტრ წყალში, რომელიც საჭიროების შემთხვევაში შეიძლება გაიზარდოს 500 მლ-მდე 100 ლიტრ წყალში. რეკომენდებულია სეზონზე 3 შესხურება, 6 ლ/ჰა-მდე.
კალციუმის დეფიციტისადმი მგრძნობიარე ვაშლის ჯიშებში შესხურების რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს 5-მდე, ორი, ოცი და ორმოცი დღით ადრე ყვავილობამდე, და ყვავილობიდან სამი, ოცი, ორმოცი და სამოცი დღის შემდეგ, ჯამში 3-დან 10 ლ/ჰა-მდე.
ბოსტნეულის კულტურებში უნდა იქნას გამოყენებული მთელი წარმოების ციკლის განმავლობაში.

ფერტიგაცია

ბაღჩეული კულტურები, დოზა: 4 ლ/ჰა
მარწყვი, წიწაკა, პომიდორი დოზა: 2-დან 3 ლ/ჰა-მდე
ხეხილი დოზა: 5-დან 8 ლ/ჰა-მდე
ვაზი, დოზა: 4-დან 6 ლ/ჰა-მდე

შეფუთვა

1ლ