ტრიუმფი

კულტურა:

  • ატამი, ვაზი, ვაშლი, თხილი, კარტოფილი, კომბოსტო, პომიდორი, სტაფილო

დაავადება:

  • ალტერნარიოზი, თეთრი ჟანგა, თეთრი სიდამპლე, ლაქიანობა, ნაცარი, ნაცრისფერი სიდამპლე, ქეცი
23.40114.85
გასუფთავება
არტიკული: N/A კატეგორიები: ,

ტრიუმფი

ფუნგიციდი

მოქმედი ნივთიერება:  ტრიფლოქსისტრობინი 250 გ/კგ, ტებუკონაზოლი 500 გ/კგ

პრეპარატული ფორმა: წყალში ხსნადი გრანულები

ტრიუმფი – მეზოსტემურ-სისტემური მოქმედების ფართო სპექტრის კომბინირებული ფუნგიციდი დამცავი და სამკურნალო თვისებებით, რომელიც უზრუნველყოფს სოკოს პათოგენების საიმედო კონტროლს მათი განვითარების სხვადასხვა სტადიაზე.

ის ეფექტურად უმკლავდება და იცავს ვაზს ნაცრისა და სიდამპლისგან, ასევე უზრუნველყოფს ხეხილის ხანგრძლივ დაცვას ქეცისა და ნაცრისაგან, ეფექტურად მოქმედებს კარტოფილისა და პომიდვრის კულტურებში ალტერნარიოზის წინააღმდეგ.

ტებუკონაზოლი სოკოვანი უჯრედის კედლის სტრუქტურის აგების პროცესს უშლის ხელს, აფერხებს სოკოს რეპროდუქციას და შემდგომ ზრდას.

ტრიფლოქსისტორბინი არღვევს სუნთქვის პროცესს დაავადების გამომწვევი უჯრედების მიტოქონდრიებში.

ორი მოქმედი ნივთიერების კომბინაცია გამორიცხავს პათოგენის რეზისტენტობას.

ტრიუმფის მაქსიმალური ეფექტისთვის რეკომენდებულია შესხურება დაავადების განვითარების ადრეულ სტადიაზე, მანამ სანამ ინფექცია ფართოდ გავრცელდება.

რეზისტენტობა:

ტრიფლოქსისტრობინი ფუნგიციდი C3 ჯგუფი
ტებუკონაზოლი ფუნგიციდი G1 ჯგუფი

ტრიუმფი შეიცავს მიტოქონდრიალური სუნთქვის ინჰიბიტორი (Qol) ფუნგიციდს ტრიფლოქსისტრობინს, რომლის FRAC კოდი არის C3 და DMI ფუნგიციდს ტებუკონაზოლს, რომლის FRAC კოდი არის G1.

C3 და G1 ჯგუფის ფუნგიციდის მრავალჯერადმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ამა თუ იმ სოკოვანი დაავადების გენეტიკური თვისებების ცვლილება და გახდეს მის მიმართ რეზისტენტული. რეზისტენტობის წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად გამოიყენეთ ტრიუმფი და სხვა ქიმიური კლასის პრეპარატები მონაცვლეობით.

FRAC-ის რეკომენდაციით შესხურების რაოდენობა როდესაც გამოყენებულია მიტოქონდრიალური სუნთქვის ინჰიბიტორი (Qol) ფუნგიციდები უნდა შეადგენდეს წამლობის სქემის არაუმეტეს 50%.

თავსებადობა

თავსებადია თითქმის ყველა პესტიციდსა და აგროქიმიკატებთან. სამუშაო ნარევის მომზადების წინ მიზანშეწონილია პრეპარატების შემოწმება თავსებადობაზე მცირე რაოდენობის პრეპარატების შერევით. არ არის რეკომენდებული პრეპარატის შერევა სპილენძისა და გოგირდის შემცველ პრეპარატებთან.

ზემოქმედების სიჩქარე: შესხურებისთანავე

 დაცვითი მოქმედების პერიოდი : 14 დღე. ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების განვითარებისათვის ხელსაყრელ პირობებზე და კულტურის ზრდის სიჩქარეზე.

 ფიტოტოქსიკურობა

რეკომენდებული ნორმებისა და დოზების გამოყენებისას პრეპარატი არ არის ფიტოტოქსიკური.

კულტურა,
დასამუშავებელი
ობიექტი
დაავადება პრეპარატის
ხარჯვის ნორმა
(
კგ/ჰა)
გამოყენების
ხერხი, დრო,
გამოყენების
თავისებურება
ლოდინის
პერიოდი (გამოყენების
ჯერადობა)
დამუშავებულ
ფართობზე ხელით
(
მექანიზირე ბული)
სამუშაოების
დაწყების დრო
ვაზი ჭრაქი, ნაცარი, ნაცრისფერი სიდამპლე, შავი სიდამპლე

ფომოპსისი

0.16-0.18 შესხურება ვეგეტაციის პერიოდში

 

14(3) 3(1)
კურკოვანი ხილი ანთრაქნოზი, მონოლიოზი, ნაცარი 0.3-0.35 შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 7(3) 3(1)
თესლოვანი ხილი ნაცარი, ქეცი, ფოთლის ლაქიანობები 0.3-0.35 შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 7(3) 3(1)
კომბოსტო, ყვავილოვანი კომბოსტო ნაცარი 0.25-0.35 შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 21(3) 3(1)
გოგრისებრნი ნაცარი, ფოთლის ლაქიანობა 0.25-0.35 შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 3(3) 3(1)
ნიორი, ხახვი მეწამული ლაქიანობა, ნაცარი 0.25-0.35 შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 21(3) 3(1)
პომიდორი ნაცარი, ფოთლის ლაქიანობა 0.25-0.35 შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 7(3) 3(1)

 

 

კულტურები

ატამი, ვაზი, ვაშლი, თხილი, კარტოფილი, კომბოსტო, პომიდორი, სტაფილო

დაავადებები

ალტერნარიოზი, თეთრი ჟანგა, თეთრი სიდამპლე, ლაქიანობა, ნაცარი, ნაცრისფერი სიდამპლე, ქეცი