თორი, ჰერბიციდი
2.4-დ 2-ეთილ-ჰექსილის ეთერი 453 გ/ლ + ფლორასულამი 6 გ/ლ
სუსპენზიური ემულსია (სე)
დანიშნულება
თორი წარმოადგენს აღმოცენების შემდგომ, სისტემური მოქმედების ჰერბიციდს. იგი გამოიყენება ერთწლიანი ორლებნიანი სარეველების, ასევე ზოგიერთი მრავალწლიანი ორლებნიანი სარეველას სახეების წინააღმდეგ საბრძოლველად თავთავიანი მარცვლოვანი კულტურების, სიმინდის, ფეტვის, სორგოს ნათესებში. თორი არის მაღალეფექტური ჰერბიციდი და მოქმედებს ფართოფოთლოვანი სარეველების დიდ სპექტრზე. პრეპარატი გამოყენებისთანავე იჭრება მცენარეში, აჩერებს სარეველების ზრდის ჰორმონსა და ამინომჟავების ბიოსინთეზს.
პრეპარატის უპირატესობები
- ნივთიერებების უნიკალური კომბინაცია ორმაგი მოქმედებით.
- აჩერებს სარეველების ზრდას შესხურებისთანავე.
- არ ზღუდავს შემდგომ წლებში სხვა კულტურების წარმოებას.
- ორი მოქმედი ნივთიერება არ აძლევს სარეველებს რეზისტენტობის განვითარების საშუალებას.
- არ არის ტოქსიკური და საშიში გარემოსთვის.
რეზისტენტობის მართვა:
ჯგუფი | B | I | ჰერბიციდი |
თორი შეიცავს B და I ჯგუფის ჰერბიციდებს. B და I ჯგუფის ჰერბიციდების მრავალჯერადმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ამა თუ იმ სარეველას გენეტიკური თვისებების ცვლილება და გახდეს მის მიმართ რეზისტენტული. რეზისტენტობის წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად გამოიყენეთ თორი და სხვა მოქმედების მექანიზმის პრეპარატები მონაცვლეობით.
თავსებადობა:
თავსებადია ნეიტრალური რეაქციის მქონე სხვა პესტიციდებსა და აგროქიმიკატებთან. სამუშაო ნარევის მომზადების წინ მიზანშეწონილია პრეპარატების შემოწმება თავსებადობაზე მცირე რაოდენობის შერევით. კომბინირება დაშვებულია მხოლოდ იმ ნივთიერებებთან, რომელთა დამუშავების რეკომენდებული ვადები კულტურის განვითარების ფაზის ჩათვლით ემთხვევა თორის რეკომენდაციებს.
ფიტოტოქსიკურობა:
რეკომენდებული ნორმებისა და დოზების გამოყენებისას პრეპარატი არ არის ფიტოტოქსიკური.
ზემოქმედების სიჩქარე:
სარეველების ზრდა წყდება დამუშავებისთანავე. პირველადი სიმპტომები (მცენარის შეშუპება, გაყვითლება, გაყავისფრება) გამოვლინდება დამუშავებიდან რამდენიმე საათში. სარეველა საბოლოოდ ჭკნება 2-3 კვირის შემდეგ.
დაცვითი მოქმედების პერიოდი : 28 – 42 დღე
კულტურა, დასამუშავებელი ობიექტი |
სარეველა | პრეპარატის ხარჯვის ნორმა (ლ/ჰა) |
გამოყენების ხერხი, დრო, გამოყენების თავისებურება |
ლოდინის პერიოდი (გამოყენების ჯერადობა) |
დამუშავებულ ფართობზე ხელით (მექანიზირე ბული) სამუშაოების დაწყების დრო |
სიმინდი | ერთწლიანი და მრავალწლიანი | 0.3-0.6 | შესხურება კულტურის 3-5 ფოთლის ფაზაში და სარეველების განვითარების ადრეულ სტადიაზე. | 20(1) | -(4) |
ხორბალი, ქერი, შვრია, ჭვავი | ერთწლიანი ორლებნიანი | 0.4-0.6 | შესხურება სარეველას აქტიური ზრდის დროს, სარეველას განვითარების ადრეულ სტადიაზე (2-4 ფოთლის ფაზა) | 20(1) | -(4) |