ქროსბოუ ჰოლანდიური უხვმოსავლიანი და ფართოდ ადაპტირებული ყვითელი სიმინდის ჰიბრიდული ჯიშია. აქვს კარგად განვითარებული ღერო და ფესვთა სისტემა, წვრილი ნაქუჩი და მარცვლით ბოლომდე შევსებული ტარო.
ჯიშს ახასიათებს შემდეგი თვისებები:
კარგი ხარისხის, ჯანმრთელი, კბილისებური მარცვალი.
დაავადებების მიმართ გამძლეობა.
ჩაწოლის მიმართ მაღალი მედეგობა.
მცენარეს გააჩნია მაღალი ენერგია განვითარების საწყისი ეტაპიდანვე.
გამოირჩევა ჰელმინტოსპორიოზისა და ტაროს ფუზარიოზისადმი გამძლეობით
სტაბილურად უხვმოსავლიანია სხვადასხვა ნიადაგობრივ-კლიმატურ პირობებში.
ტაროს მახასიათებლებია:
ცილინდრული ფორმა;
საშუალო სიგრძე და დიამეტრი;
რიგების რაოდენობა – 14 -16;
მარცვლების რაოდენობა რიგში – 42 – 47;
ათასი მარცვლის წონა – 350-400 გრ.