როკ ენ როლი 0.5ლ

კულტურა:

  • ბადრიჯანი, გოგრა, ვაზი, თხილი, პომიდორი, წიწაკა

დაავადება:

  • ალტერნარიოზი, ანთრაქნოზი, ლაქიანობა, ნაცარი, სიდამპლე, ყავისფერი სიდამპლე, ჭრაქი
124.00 62.00
-50%

იჩქარეთ !

შეთავაზება სრულდება :

მარაგში

არტიკული: 71955487395507 კატეგორიები: ,

ფუნგიციდი

აზოქსისტრობინი 200გ/ლ + დიფენოკონაზოლი 125 გ/ლ

სუსპენზიური კონცენტრატი (სკ)

დანიშნულება

როკ ენ როლი პრევენციული, სისტემური, სამკურნალო მოქმედების, ფართო სპექტრის ფუნგიციდი სასოფლო-სამეურნეო კულტურების დასაცავად კომპლექსური დაავადებებისგან. მათი ნარევი ეფექტურ პრეპარატს ქმნის, რომელიც გამოიყენება ვაზში ჭრაქისა და ნაცრის, პომიდორსა და კარტოფილში ალტერნარიოზის, ფიტოპტორისა და ჭრაქის, სტაფილოში ალტერნარიოზისა და თხილში ლაქიონიბისა და ანთრაქნოზის წინააღმდეგ საბრძოლველად. აზოქსისტრობინი აფერხებს სპორების გაღივებას სოკოვანი დაავადების ადრეულ სტადიებზე, ბლოკავს მის სასიცოცხლო ციკლს, თრგუნავს პათოგენის უჯრედებს. ის ასევე ეფექტურია სპორების გაღვიგვების შემდგომ სტატდიაზეც. ხოლო, დიფენოკონაზოლი მოქმედებს მცენარეში სოკოს პათოგენების შეღწევის წინააღმდეგ და ხელს უშლის ჰაუსტორიის წარმოქმნას. იგი აჩერებს სოკოვანი დაავადების განვითარებას უჯრედულ მემბრანებში სტეროლების ბიოსინთეზში ჩარევით.

 რეზისტენტობის მართვა

აზოქსისტრობინი ჯგუფი 11 ფუნგიცდი

 

დიფენოკონაზოლი ჯგუფი 3 ფუნგიცდი

როკ ენ როლი შეიცავს აზოქსისტრობინის, სტრობილურინების ჯგუფის ფუნგიციდსა და დიფენოკონაზოლს, ტრიაზოლების ჯგუფის ფუნგიციდების. როკ ენ როლის გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ამა თუ იმ სოკოვანი დაავადების გენეტიკური თვისებების ცვლილება და გახდეს მის მიმართ რეზისტენტული. რეზისტენტობის წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად როკ ენ როლი და სხვა ქიმიური კლასის პრეპარატები გამოიყენეთ მონაცვლეობით.

თავსებადობა

თავსებადია თითქმის ყველა პესტიციდსა და აგროქიმიკატთან. სამუშაო ნარევის მომზადების წინ მიზანშეწონილია პრეპარატების შემოწმება თავსებადობაზე მცირე რაოდენობის  შერევით.

ფიტოტოქსიკურობა

რეკომენდებული ნორმებისა და დოზების გამოყენებისას პრეპარატი არ არის   ფიტოტოქსიკური მცენარეების მიმართ.

ზემოქმედების სიჩქარე: შესხურებისთანავე

დაცვითი მოქმედების პერიოდი : 710 დღე. ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების განვითარებისათვის ხელსაყრელ პირობებზე და კულტურის ზრდის სიჩქარეზე.

კულტურა,

დასამუშავებელი

ობიექტი

დაავადება პრეპარატის

ხარჯვის ნორმა

ლ/ჰა

გამოყენების

ხერხი, დრო,

გამოყენების

თავისებურება

ლოდინის

პერიოდი (გამოყენების

ჯერადობა)

დამუშავებულ

ფართობზე ხელით

(მექანიზირე ბული)

სამუშაოების

დაწყების დრო

პომიდორი ჭრაქი, ფიტოპტორა, ალტერნარიოზი, ნაცარი 0.5-0.75 შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 7(3) 7(3)
კარტოფილი ჭრაქი, ფიტოპტორა, ალტერნარიოზი, ნაცარი 0.4-0.75 შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 7(3) 7(3)
ვაზი ჭრაქი, ნაცარი 0.5-1 შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 7(3) 7(3)
სტაფილო ალტერნარიოზი 0.5 შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 7(3) 7(3)
თხილი ლაქიანობა, ანთრაქნოზი 0.5 შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 28(3) 7(3)
კულტურები

ბადრიჯანი, გოგრა, ვაზი, თხილი, პომიდორი, წიწაკა

დაავადებები

ალტერნარიოზი, ანთრაქნოზი, ლაქიანობა, ნაცარი, სიდამპლე, ყავისფერი სიდამპლე, ჭრაქი