რელექტი 1 კგ

კულტურა:

  • ბოსტნეული, ვაზი, კიტრი, მარწყვი, მზესუმზირა, ნუში, პომიდორი, ციტრუსი, ხახვი

დაავადება:

  • ალტერნარიოზი, ნაცარი, სიდამპლე, ფიტოფტოროზი, ფომოფსისი

ნივთიერება:

  • ალუმინის ფოსეთილი 800 გ/კგ

პრეპარატული ფორმა :

  • სველებადი ფხვნილი (სფ)
64.80

მარაგში

არტიკული: 52176829110471 კატეგორია:

დანიშნულება:

დაცვითი მოქმედების სისტემური ფუნგიციდი. სწრაფად აღწევს მცენარის ქსოვილში და გადაადგილდება აღმავალი და დაღმავალი მიმართულებით. მოქმედებს სოკოს სპორებზე, ბლოკავს მათ და ხელს უშლის დაავადების შემდგომ გავრცელებას. პრეპარატი ასევე აძლიერებს მცენარის დაცვით უნარს, მასში ინფექციის შეღწევის წინააღმდეგ.

პრეპარატით დამუშავების შემდეგ, მოქმედი ნივთიერება ძალიან სწრაფად აღწევს მცენარეში და ვრცელდება მის ყველა ნაწილში. ფოთლებზე შესხურებიდან ერთი საათის შემდეგ მოქმედი ნივთიერების კონცენტრაცია უზრუნველყოფს მოქმედების დაწყებით ეფექტს. პრეპარატს გააჩნია ორმაგი ეფექტი: ერთის მხრივპირდაპირი ფუნგიციდური მოქმედება, ხოლო მეორეს მხრივმცენარის ბუნებრივი იმუნიტეტის სტიმულაცია პათოგენების წინააღმდეგ გამომუშავდებიან ფიტოალექსინები.

 

კულტურა,
დასამუშავებელი
ობიექტი
დაავადება პრეპარატის
ხარჯვის ნორმა კგ/ჰა
ლოდინის პერიოდი (გამოყენების ჯერადობა) დამუშავებულ ფართობზე ხელით (მექანიზირებული) სამუშაოების დაწყების დრო გამოყენების ხერხი, დრო, გამოყენების თავისებურება
თესლოვანი ხეხილი, (.. ნერგი) ბაქტერიული დამწვრობა,  

ფესვის ფიტოფტოროზული სიდამპლე 

1,5-3 30(2) 7(3) შესხურება: ფოთლოვანიგამოყენება იწყება გაზაფხულზე, დაავადებისათვის ხელსაყრელი პირობების გაჩენისთანავე. შესხურება შემოდგომაზე ფოთლის ვარდნამდე

ფერტიგაცია: კარგად შეურიეთ რელექტი წყლის სასურველ მოცულობაში და შეიტანეთ ნიადაგში დარგვამდე 30-60 წუთით ადრე.

კურკოვანი ხეხილი, ნუში ბაქტერიული დამწვრობა, ფიტოფტოროზი, ბაქტერიული კიბო 2.5-4.0 14(2) 7(3) შეხურება ვეგეტაციის პერიოდში, ფოთლიდანნუშში გამოიყენება გასხვლის შემდეგომ ჭრილობის მიდამოზე. კარგად დაასველეთ ჭრილობის მთელი ზედაპირი.
კაკლოვნები ფიტოფტოროზი, ბაქტერიული დამწვრობა. 2.5-5.0 21(2) 7(3) შესხურება დაავადების ხელსაყრელი პირობების გაჩენისთანავე. განაგრძეთ გამოყენება 21-დღიანი ინტერვალით
კენკროვნები ფესვის ფიტოფტოროზული სიდამპლე, ანთრაქნოზის ნაყოფის ლპობა, ფომოფსისი, კიბო, 2.5-3.0 7(2) 7(3) დაიწყეთ გამოყენება გაზაფხულზე ვარდისფერი კვირტის სტადიაზე და გამიმეორეთ შესხურება 14-21 დღის ინტერვალით
მზესუმზირა  ფესვის ფიტოფტოროზული სიდამპლე, ყავისფრი სიდამპლე, ყავისფერი ლაქიანობა, პერონოსპოროზი 1,2-1,5 7(3) 7(3) გამოყენება ვეგეტაციის პერიოდში.
კიტრი  ჭრაქი 2.0 7(2) 7(3) გამოყენება ვეგეტაციის პერიოდში.
ხახვი   პერონოსპოროზი, ჭრაქი, მეწამული ლაქიანობა 1.5-2.0 20(2) 7(3) შესხურება პრევენციული მიზნებისთვის დაავადების ხელსაყრელი პირობების გაჩენისთანავე.
მარწყვი   ნაყოფების ფიტოფტოროზული სიდამპლე 2.5 – 4.0 30(2) 7(3) გადარგვიდან ერთი თვის შემდეგ
ვაზი ჭრაქი 2.0-3.0 28(3) 7(3) შესხურება პრევენციული მიზნებისთვის დაავადების ხელსაყრელი პირობების გაჩენისთანავე. გაიმეორეთ შესხურება 21 დღიანი ინტერვალით
ციტრუსები გუმოზი,

მურა სიდამპლე,

ფიტოფტოროზი, ალტერნარიოზი

2.5-5.0 30(2) 7(3) ფოთლოვანი შესხურება: ვეგეტაციის პერიოდში

ფერტიგაცია(ნერგი): კარგად შეურიეთ რელექტი წყლის სასურველ მოცულობაში და შეიტანეთ ნიადაგში დარგვამდე 30-60 წუთით ადრე.

რელექტი ასევე გამოიყენება ჭრილობის მიდამოზე

ბაღჩეული კულტურები, ფოთლოვანი ბოსტნეული ჭრაქი, ფიტოფტორას ფესვის და ნაყოფის ლპობა. 2.0-3.0 3(2) 7(3) გამოყენება ვეგეტაციის პერიოდში.
პომიდორი ფიტოფტოროზი 2.0 7(2) 7(3) შესხურება 2-4 ფოთლის ფაზაზე ან გადარგვისთანავეგაიმეორეთ შესხურება 7-14 დღის ინტერვალით

 

შეფუთვა

1 კგ

დაავადებები

ალტერნარიოზი, ნაცარი, სიდამპლე, ფიტოფტოროზი, ფომოფსისი

კულტურები

ბოსტნეული, ვაზი, კიტრი, მარწყვი, მზესუმზირა, ნუში, პომიდორი, ციტრუსი, ხახვი