პრემიუმი
ინსექტო-ფუნგიციდი, თესლის შესაწამლი
იმიდაკლოპრიდი 140 გ/ლ + პენციკურონი 150 გ/ლ; სუსპენზიის კონცენტრატი
დანიშნულება: პრემიუმი არის სისტემური და კონტაქტური მოქმედების ინსექტო-ფუნგიციდი, რომელიც იცავს კარტოფილის თესლს კომპლექსური დაავადებებსაგან და მავნებლებისაგან.
რეზისტენტობის მართვა: რეზისტენტობის მართვის მიხედვით პრემიუმი შეიცავს 20 ჯგუფის ფუნგიციდს პენციკურონს და ნეონიკოტინოიდების კლასის 4A ჯგუფის ინსექტიციდს იმიდაკლოპრიდს. რეზისტენტობის წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად პრემიუმი და სხვა ქიმიური კლასის პრეპარატები გამოიყენეთ მონაცვლეობით.
თავსებადობა: პრემიუმი თავსებადია უმეტეს ზრდის რეგულატორებსა და მინერალურ სასუქებთან. ამასთან, თითოეული ახალი შემთხვევისას საჭიროა წინასწარ შემოწმდეს ქიმიურ თავსებადობაზე.
სამუშაო ხსნარის მომზადება: სამუშაო ხსნარის მომზადებისას 1 ლიტრი პრემიუმი გახსენით 10-20 ლიტრ წყალში. ხსნარის ეს რაოდენობა საკმარისია 1 ტონა კარტოფილის სათესლე მასალის დასამუშავებლად.
შეზღუდვები და მითითებები: სამუშაო ხსნარი კარტოფილის ბოლქვებს შეასხურეთ დარგვამდე, თანაბრად. დამუშავებული კარტოფილის თესლის დარგვა უნდა მოხდეს მალევე.
ფიტოტოქსიკურობა: არ არის ფიტოტოქსიკური დასაცავი კულტურის მიმართ. უსაფრთხოა სასარგებლო მწერების მიმართ.
ზემოქმედების სიჩქარე: შესხურებისთანავე
დაცვითი მოქმედების პერიოდი: 190 – 200 დღე. ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების, მავნებლის გავრცელების
ინტენსივობასა და კლიმატურ პირობებზე.
ეკოლოგიური უსაფრთხოების რეკომენდაციები: ტოქსიკურია თევზისა და სხვა წყლის ორგანიზმებისთვის.
ტოქსიკურობის კლასი: U
კულტურა, | დაავადება, მავნებელი | ხარჯვის ნორმა (ლ/ტ) |
გამოყენების ხერხი, დრო, გამოყენების თავისებურება |
ლოდინის პერიოდი (გამოყენების ჯერადობა) |
კარტოფილი | რიზოქტონიოზი, კოლორადოს ხოჭო, ბუგრები | 1-1.3 | სათესლე მასალის თესვისწინა დამუშავება | -(1) |
დამუშავებულ ფართობზე ხელით (მექანიზირებული) სამუშაოების დაწყების დრო: -(-)
Reviews
There are no reviews yet.