პოლარის PROF GEL NPK 20-10-55 + 2%MgO+ ME
EC – სასუქი, შეიცავს მიკროელემენტებს: Mn, S, Fe, Zn, Cu, B, Mo
არ შეიცავს ქლორს
წყალში ხსნადი, გელი
შემადგენლობა:
აზოტის სრული შემცველობა (N) | 20.0% |
აზოტი, ნიტრატული ფორმა | 6.4% |
აზოტი, ამიდური ფორმა | 13.6% |
ფოსფორის პენტაოქსიდი (P2O5) | 10% |
კალიუმის ოქსიდი (K2O): | 55% |
მაგნიუმის ოქსიდი (MgO) | 2% |
გოგირდის ტრიოქსიდი (SO3) | 26% |
რკინა (Fe) 100% ხელატური ფორმა EDTA | 0.08% |
მანგანუმი (Mn) | 0.04% |
თუთია (Zn) 100% ხელატური ფორმა EDTA | 0.04% |
სპილენძი (Cu) 100% ხელატური ფორმა EDTA | 0.02% |
ბორი (B) წყალში ხსნადი | 0.02% |
მოლიბდენი (Mo) წყალში ხსნადი | 0.002% |
პრეპარატული ფორმა: გელი
ტრადიციული სასუქებისაგან განსხვავებული სტრუქტურა და უნიკალური ფორმულაცია საშუალებას იძლევა უზრუნველყოს საუკეთესო შედეგი რთულ გარემო პირობებშიც კი. მისი საშუალებით მცენარე ახდენს ნიადაგში არსებული ბლოკირებული ელემენტების ათვისებას. მისი განსაკუთრებული სტრუქტურის წყალობით მიკროელემენტები სწრაფად აღწევენ ფოთლის ქსოვილში. ფოთლიდან შესხურებისას უკეთ ნაწილდება ფოთლის მთელ ზედაპირზე და დანაკარგის გარეშე შეიწოვება. გელის ფორმულაციაში საკვები ნივთიერებების მაღალი კონცენტრაცია საშუალებას იძლევა შევამციროთ დოზა და გამოსაყენებელი წყლის რაოდენობა.
პოლარის PROF GEL NPK 20-10-55 + 2%MgO+ ME წარმოადგენს უნიკალურ სასუქს კალიუმის მაღალი შემცველობით. იგი რეკომენდებულია მცენარის ნაყოფში შაქრის შემცველობისა და პროდუქტის ხარისხობრივი მაჩვენებლის გასაზრდელად, უფრო ინტენსიური შეფერვის მისაღებად. აუცილებელი მიკროელემენტების ნაკრები უზრუნველყოფს მიღებული მოსავლის კარგ საბაზრე სახეს.
ინტენსიურად გამოიყენება ნაყოფის ზრდისა და მომწიფების ფაზაში.
გამოიყენება შემდეგ კულტურებზე: პომიდორი, წიწაკა, კიტრი, ბადრიჯანი, კარტოფილი, საზამთრო, ნესვი, ვაზი, ვაშლი, ატამი, ციტრუსი, კივი, თხილი, ხორბალი, სიმინდი, მზესუმზირა, ხახვი, ცერეცო, სალათი, კაკლოვნები, კენკროვნები და სხვა
კულტურა | შეტანის მეთოდი | დოზა |
პომიდორი, წიწაკა, კიტრი, ბადრიჯანი, კარტოფილი, საზამთრო, ნესვი, ვაზი, ვაშლი, ატამი, ციტრუსი, კივი, თხილი, ხორბალი, სიმინდი, მზესუმზირა, ხახვი, ცერეცო, სალათი, კაკლოვნები, კენკროვნები და სხვა | ფოთლოვანი გამოკვება | 200 – 350 გრამი 100 ლიტრ წყალში. |
ფერტიგაცია | 2-5 კგ 1000 ლიტრ წყალში. |