ნატურამინი

ბრენდი:

97.20
გასუფთავება
არტიკული: N/A კატეგორიები: , ,

Naturamin®WSP არის უნიკალური პრეპარატი, ბიოსტიმულატორი,  რომელიც ბაზარზე თავისუფალი ამინომჟავების შემცველ პროდუქტებს შორის გამოირჩევა ყველაზე მაღალი შემცველობით  (80 %). მისი აქტიური ნივთიერება შეიცავს მაღალი კონცენტრაციით ცილებს, პროლინსა და სერინს, რომლებიც მთავარ როლს ასრულებენ მცენარეში მიმდინარე მეტაბოლურ პროცესებში. ნატურამინი მცენარეს უვითარებს სტრესისადმი გამძლეობის უნარს . (გვალვა, სეტყვა, ფიტოტოქსიკურობა) გამოიყენება, როგორც ნიადაგიდან ,ასევე ფოთლოვანი შესხურებით.

ნატურამინი ძლიერი სტიმულატორია. ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურა მთელი ვეგეტაციის  განმავლობაში განიცდის უამრავ სტრესს.  (ტრანსპლანტაცია, ყინვა, მაღალი ტემპერატურა, წყლის უკმარისობა  …), რაც  ზრდის ენერგიის მოხმარების  საჭიროებას. ესპანური კომპანია Daymsa გვთავაზობს ბიოსტიმულატორს Naturamin®WSP , რომლის ფორმულაც შექმნილია მცენარის ფიზიოლოგიური აქტივობის გასაზრდელად, იგი ასტიმულირებს მცენარეს და იცავს მას არახელსაყრელი პირობებისგან , მაქსიმალური პოტენციალის მისაღწევად.

ნატურამინი  მცენარეს ასტიმულირებს აქტიური განვითარების პერიოდში, როდესაც მცენარეს ყველაზე მეტი ენერგია სჭირდება. ამ ფაზაში მცენარე იწყებს აქტიურ ზრდ- განვითარებას , აძლიერებს ფესვთა სისტემას და წყლისა და მასში გახსნილი საკვები ნივთიერებების შეწოვას , ამიტომ ამ დროს მას ყველაზე მეტად სჭირდება ენერგიის დიდი დოზა. შესაბამისად ნატურამინის გამოყენება დადებითად აისახება მცენარეზე სწორედ ამ პერიოდში.

ამინომჟავები ყველა ცოცხალი ორგანიზმისთვის მნიშნელოვანი სტრუქტურული ერთეულებია , რომლებიც მონაწილეობენ ცილების სინთეზსა და მეტაბოლურ პროცესებში.

დღესდღეობით ამინომჟავების მიწოდება მცენარისთვის პირდაპირი გზით გარდაქმნების გარეშე ნატურამინის სახით მაკრომოლეკულებად უკვე შესაძლებელია. რაც იმას ნიშნვს, რომ მცენარეები ახდენენ იმ ენერგიის დაზოგვას ,რომელიც მეტაბოლურ პროცესებში იხარჯებოდა და ამ ენერგიას ორგანიზმში მიმდინარე სხვა პროცესებს მოახმარენ.

ნატურამინი ხელს უწყობს მაკრომოლეკულების როგორებიცაა, ცილების, ლიპიდების , ნუკლეოტიდების სინთეზსს , ასევე მისი შემცველი ნივთიერებები უჯრედში ზრდიან ქლოროფილის დონეს , რაც ნიშნავს ფოტოსინთეზის აქტივობის ზრდას, შესაბამისად ხარისხიან და მაღალ მოსავალს.

შეიცავს ისეთ ნივთიერებებს რომელბიც აუცილებელია დამტვერვის პროცესებში.

ნატურამინი ასევე შეიცავს 12,8 % ორგანულ აზოტს. ასრულებს მკვებავის როლსაც და მცენარეს ამარაგებს აზოტით.

ნატურამინის გამოყენება დასაშვებია ორგანულ სოფლის მეურნეობაში.

დოზები:

ნატურამინის გამოიყენება უმჯობესია ფოთლოვანი შესხურებით, 50-100გრ 100 ლიტრ წყალში. ნიადაგიდან შეტანისას გამოიყენება 2-3-ჯერ. დოზა: 3-5 კგ/ჰა-ზე

 

 

 

წონა N/A