მაიკოაპი

კულტურა:

  • ატამი, ბადრიჯანი, ბალი, ბარდა, ბოსტნეული, ბროკოლი, გარგარი, გოგრა, ვაზი, ვაშლატამა, ვაშლი, თესლოვანი ხეხილი, თხილი, იონჯა, კაკალი, კაკლოვნები, კარტოფილი, კენკროვნები, კივი, კიტრი, კომბოსტო, კომში, კურკოვანი ხეხილი, ლიმონი, ლობიო, მანდარინი, მარცვლეული, მარწყვი, მზესუმზირა, მოცვი, მსხალი, ნესვი, ნიორი, ნუში, პომიდორი, ჟოლო, საზამთრო, სალათის ფურცელი, სიმინდი, სოიო, სტაფილო, ტროპიკული ხილი, ფორთოხალი, ქერი, ქლიავი, ყაბაყი, ყვავილოვანი კომბოსტო, შვრია, ჩაი, ციტრუსი, წიწაკა, წიწიბურა, ჭარხალი, ჭვავი, ხახვი, ხორბალი

ნივთიერება :

  • Glomus iranicum var. tenuihypharum, 120 propagules/g

ბრენდი:

229.50
გასუფთავება
არტიკული: N/A კატეგორიები: , ,

მაიკოაპი არის 100%-ით ბიოლოგიური პროდუქტი, დაფუძნებულია უნიკალურ სოკო მიკორიზაზე (Glomus iranicum var. tenuihypharum.). მიკორიზული სოკო მცენარესთან სიმბიოზურად ცხოვრობს. მისი ფუნქციაა დაუკავშირდეს მცენარის აქტიურ ფესვებს და მაქსიმალურად გაზარდოს ფესვების მოცულობა, ისე რომ მცენარემ მაქსიმალურად შეითვისოს წყალი და მასში გახსნილი საკვები ნივთიერებები.  

მიკორიზა მცენარის ფესვებთან ერთად ცხოვრობს, მისგან იღებს მცენარისთვის არასაჭირო შაქრებს, მცენარეს კი აწვდის წყალსა და საკვებ ელემენტებს. 

ამრიგად, MycoUp– ის გამოყენების შემდეგ,  მცენარე უფრო მეტ საკვებ ნივთიერებებს და წყალს შეითვისებს, უმჯობესდება ნიადაგის სტრუქტურა, იზრდება ბიომასა და ნაყოფების   ხარისხი.  

მიკორიზას პირდაპირი სარგებელი:

  • გაზრდილი წარმოება და ბარაქიანი მოსავალი.
  • გაუმჯობესებული პროდუქტის ხარისხი, ზომა  და კომერციული სახე. 
  • უკეთესი ფიზიკურ-ქიმიური და მიკრობიოლოგიური ბალანსი ნიადაგში. 
  • გაუმჯობესებული ნიადაგის სტრუქტურა. 

მოქმედების მექანიზმი:

  • მიკორიზული სოკო აქტიურ ფესვებზე დასახლების შემდეგ, 24 საათის განმავლობაში გამოყოფს ახალ ჰიფებს. ახლად წარმოქნილი ჰიფები აღწევენ ფესვის უჯრედშორის სივრცეებში, იჭრებიან უჯრედის კედელში და ქმნიან არბუსკულას. ასევე, მიკორიზული სოკოს ფორმირების ფუძეს, სადაც ხდება წყლის, მინერალების და შაქრების მიმოცვლა. 
  • ამის შემდეგ ფესვების განვთარების ხარჯზე, სოკოს მიცელიუმის წყალობით, მცენარე ახერხებს ნივთიერებების და წყლის ადვილად  შეთვისებას. 

 

! მიკორიზული სოკოს მოქმედების შედეგად იზრდება ფოტოსინთეზის ინტენსივობა.

იმისათვის, რომ მცენარემ მეტი საკვები მიაწოდოს სოკოს, იწყებს ინტენსიურ ფოტოსინთეზსს. შედეგად წარმოიქმნება გლუკოზა, რომელიც გარდაიქმნება სახამებლის რეზერვად, რაც სასარგებოა ყვავილობის დაგამონასკვის ფაზებში.  

! მიკორიზით მკურნალობის შემდეგ მცენარეში აქტიურდება ჰორმონები, როგორებიცაა, აუქსინი, გიბერელინი და ციტოკინინები. ეს ჰორმონები ხელს უწყობენ მცენარის ზრდას, განვითარებასა და მწვანე მასის მატებას.

! მაიკოაპი გამოიყენება როგორც ღია გრუნტში, ასევე სათბურებშიც. 

მაიკოაპი გამოიყენება შემდეგ კულტურებში: კაკალი, ნუში, ხეხილი, კენკროვნები, ხახვი, ნიორი, ბადრიჯანი,სატაცური, მარწყვი, კამა, მწვანე ლობიო, საზამთრო, ნესვი, სალათის ფურცელი, კიტრი, პომიდორი, კარტოფილი, წიწაკა, სტაფილო და სხვა. 

გამოყენება და დოზები:

  1. გამოყენებამდე პრეპარატი უნდა გაიხსნას 10 ლიტრ წყალში.
  2. აუცილებელია პრეპარატი კარგად შეერიოს წყალს. სასურველია შერევის პროცესი მიმდინარეობდეს მანამ, სანამ მთლიანი ნარევი არ შევა ცენტრალურ მაგისტრალში.  
  3. სანამ პრეპარატს შევიტანთ ნიადაგში, სასურველია 10-15 წუთის განმავლობაში ჩატარდეს რწყვა .
  4. სანამ არ დარწმუნდებით, რომ მაგისტრალები თავისუფალია პროდუქტისგან, რწყვა არ შეაჩეროთ. 

დოზები:

  3 კგ/ჰა-ზე გადარგვიდან 7-10 დღეში, როგორც ღია გრუნტში ასევე სათბურებშიც.

! მიკორიზას გამოყენების დროს არ შეურიოთ სხვა სასუქები. სხვა ორგანულ-მინერალური სასუქები გამოიყენეთ 7-10 დღის ინტერვალით. 

წონა N/A
კულტურები

ატამი, ბადრიჯანი, ბალი, ბარდა, ბოსტნეული, ბროკოლი, გარგარი, გოგრა, ვაზი, ვაშლატამა, ვაშლი, თესლოვანი ხეხილი, თხილი, იონჯა, კაკალი, კაკლოვნები, კარტოფილი, კენკროვნები, კივი, კიტრი, კომბოსტო, კომში, კურკოვანი ხეხილი, ლიმონი, ლობიო, მანდარინი, მარცვლეული, მარწყვი, მზესუმზირა, მოცვი, მსხალი, ნესვი, ნიორი, ნუში, პომიდორი, ჟოლო, საზამთრო, სალათის ფურცელი, სიმინდი, სოიო, სტაფილო, ტროპიკული ხილი, ფორთოხალი, ქერი, ქლიავი, ყაბაყი, ყვავილოვანი კომბოსტო, შვრია, ჩაი, ციტრუსი, წიწაკა, წიწიბურა, ჭარხალი, ჭვავი, ხახვი, ხორბალი