კუპრექსი
მოქმედი ნივთიერება: 350 გ/კგ სპილენძის ოქსიქლორიდი + 150 გ/კგ მეტალაქსილი
პრეპარატული ფორმა: სველებადი ფხვნილი
ფუნგიციდი
დანიშნულება: დამცავი და სამკურნალო თვისებების მქონე ფუნგიციდი ვაზში, თხილში, ბოსტეულ კულტურებში სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ საბრძოლველად. კუპრექსი წარმოადგენს პრეპარატს რომელიც აერთიანებს მეტალაქსილის სამკურნალო და სისტემურ თვისებებსა და სპილენძის ოქსიქლორიდის დამცავ თვისებებს. პრეპარატი თავსებადია თითქმის ყველა პესტიციდთან და აგროქიმიკატთან. არ არის თავსებადი Ziram-თან
ფიტოტოქსიკურობა: შესაძლოა დაზიანდეს ქლიავისა და ატმის ფოთლები, განსაკუთრებით დაბალ ტემპერატურაზე რეკომენდირებული დოზით გამოყენების შემთხვევაში არ არის საშიში ფუტკრებისათვის.
კულტურა, დასამუშავებელი ობიექტი | დაავადება | პრეპარატის ხარჯვის ნორმა
(ლ/ჰა, კგ/ჰა, ლ/ტ„ კგ/ტ) |
გამოყენების ხერხი, დრო, გამოყენების თავისებურება | ლოდინის პერიოდი (გამოყენების ჯერადობა) | დამუშაებულ ფართობზე ხელით (მექანიზი
რებული) სამუშაების დაწყების დრო |
ვაზი | ჭრაქი | 1-1.5 | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში | 7(4) | 7(3) |
თხილი | ფიტოფტორა, ვარჯის კიბო, ფესვის ხმობა. | 2.5 | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში | 28(4) | 7(3) |
ნესვი | ჭრაქი | 2 | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში | 8(3) | 7(3) |
კიტრი | ჭრაქი | 2 | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში | 3(3) | 7(3) |
ხახვი | ჭრაქი | 2 | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში | 14(3) | 7(3) |
პომიდორი | ფიტოფტოროზი | 2 | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში | 3(3) | 7(3) |
კარტოფილი | ფიტოფტოროზი | 2 | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში | 7(3) | 7(3) |