კროსი 20 გრ

კულტურა:

  • ატამი, ვაზი, ვაშლი, კიტრი, მსხალი, პომიდორი, წიწაკა

დაავადება:

  • ნაცარი, ქეცი, შავი ლაქიანობა
4.50

მარაგში

არტიკული: 59190875724598 კატეგორიები: ,

კროსი
ფუნგიციდი
აქტიური ნივთეირება: მიკლობუტანილი 400 გ/კგ
წყალში დისპერსირებადი გრანულები (წდგრ)

დანიშნულება
კროსი წარმოადგენს ნაცრის საწინააღმდეგო, პრევენციული, პროფილაქტიკური, სამკურნალო და სისტემური მოქმედების მაღალეფექტურ ფუნგიციდს. კროსი ეფექტურად იცავს როგორც მცენარის ფოთლებს, ასევე მის ნაყოფს. პრეპარატის მოქმედი ნივთიერება, მიკლობუტანილი, (დიმეთილაზის ინჰიბიტიორი (DMI)) აფერხებს სოკოში ერგოსტეროლის სინთეზს რაც თავის მხრივ ახდენს ნაცრის დაავადების გამომწვევი პათოგენის სწრაფ განადგურებას. კროსს ახასიათებს მკვეთრად გამოხატული სისტემური მოქმედება. ის მარტივად შეიწოვება და ხანგრძილი მოქმედებით გამოირჩევა.

რეზისტენტობის მართვა
ჯგუფი 3 ფუნგიციდი
FRAC -ის მიხედვით კროსი არის 3 ჯგუფის ფუნგიციდი. კროსს არ ახასიათებს ჯვარედინი რეზისტენტობა. რეზისტენტობის წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად გამოიყენეთ კროსი და სხვა ქიმიური კლასის პრეპარატები მონაცვლეობით.

თავსებადობა
თავსებადია თითქმის ყველა პესტიციდსა და აგროქიმიკატთან. სამუშაო ნარევის მომზადების წინ მიზანშეწონილია პრეპარატების შემოწმება თავსებადობაზე მცირე რაოდენობის შერევით.

შეზღუდვები და მითითებები
არ შეასხუროთ ცხელი ქარების, მოსალოდნელი წვიმის ან სხვა არასტაბილური კლიმატური პირობების დროს. აუცილებელია, შესაწამლი კულტურა იყოს მშრალი.

ფიტოტოქსიკურობა
რეკომენდებული ნორმებისა და დოზების გამოყენებისას პრეპარატი არ არის ფიტოტოქსიკური მცენარეების მიმართ. ცხელ ან მშრალ ამინდში შესხურებამ, შესაძლოა გამოიწვიოს მცენარის დაზიანება.

ზემოქმედების სიჩქარე: შესხურებისთანავე
დაცვითი მოქმედების პერიოდი : 7-28 დღე. ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების განვითარებისათვის ხელსაყრელ პირობებზდე და კულტურის ზრდის სიჩქრაზე.

ეკოლოგიური უსაფრთხოების რეკომენდაციები
ტოქსიკურია თევზისა და სხვა წყლის ორგანიზმებისთვის. არ დააბინძუროთ მდინარეები, გუბურები, წყლის არხები

კულტურა, დასამუშავებელი ობიექტი დაავადება პრეპარატის ხარჯვის ნორმა კგ/ჰა
ატამი, გარგარი ნაცარი, ნაყოფის სიდამპლე 0.12-0.2
ვაშლი, მსხალი ნაცარი, ქეცი 0.12-0.2
ვაზი. პომიდორი, წიწაკა, კიტრი, ვარდი ნაცარი 0.12
კენკროვნები მეწამული ლაქიანობა, ნაცრისფერი სიდამპლე, ნაცარი 0.12

კულტურები

ატამი, ვაზი, ვაშლი, კიტრი, მსხალი, პომიდორი, წიწაკა

დაავადებები

ნაცარი, ქეცი, შავი ლაქიანობა