გრანდი 5
ინსექტიციდი
50 გ/ლ ლამბდა-ციჰალოტრინი; ემულსიის კონცენტრატი
დანიშნულება: პრეპარატი წარმოადგენს პირეტროიდულ, სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნე მწერების საწინააღმდეგო კონტაქტურ-ნაწლავური მოქმედების ინსექტიციდს.
რეზისტენტობის მართვა: პრეპარატი შეიცავს 3-ე ჯგუფის ინსექტიციდ ლამბდა-ციჰალოტრინს. რეზისტენტობის წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად გრანდი და სხვა ქიმიური კლასის პრეპარატები გამოიყენეთ მონაცვლეობით.
თავსებადობა: თავსებადია თითქმის ყველა პესტიციდსა და აგროქიმიკატთან. სამუშაო ნარევის მომზადების წინ მიზანშეწონილია პრეპარატების შემოწმება თავსებადობაზე.
სამუშაო ხსნარის მომზადება: მუდმივი შერევის პროცესში წყალში ჩაამატეთ საჭირო რაოდენობის პრეპარატები შემდეგი მიმდევრობით: ჯერ მშრალი ფორმულაციები (სფ, წდგრ), შემდეგ თხევადი (სკ, სე, ზწე, ეკ, წხ) და შემდეგ მიმწებებელი.
შეზღუდვები და მითითებები: არ შეასხუროთ ცხელი ქარების, მოსალოდნელი წვიმის ან სხვა არასტაბილური კლიმატური პირობების დროს.
ფიტოტოქსიკურობა: რეკომენდებული ნორმებისა და დოზების გამოყენებისას პრეპარატი არ არის ფიტოტოქსიკური.
ზემოქმედების სიჩქარე: ეფექტი შესამჩნევია შესხურების პირველივე დღიდან
დაცვითი მოქმედების პერიოდი: 14 დღე. ხანგრძლივობა დამოკიდებულია მავნებლის ინტენსივობაზე.
ეკოლოგიური უსაფრთხოების რეკომენდაციები: ტოქსიკურია თევზისა და სხვა წყლის ორგანიზმებისთვის, ნაწილობრივ მავნებელია ფრინველების, ცხოველების და ნაკლებად ტოქსიკური ფუტკრებისთვის.
ტოქსიკურობის კლასი: II
კულტურა | მავნებელი | პრეპარატის ხარჯვის ნორმა ლ/ჰა | გამოყენების ხერხი, დრო, გამოყენების თავისებურება | ლოდინის პერიოდი (გამოყენების ჯერადობა) |
ვაშლი | ნაყოფჭამიები,
ფოთლიხვევიები, ტკიპები, ვაშლის ყვავილჭამია |
0.4-0.8 | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში | 20(2) |
ვაზი | ფოთლიხვევიები, ტკიპები | 0.3-0.4 | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში | 20(2) |
კარტოფილი | კოლორადოს ხოჭო | 0.1-0,2 | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში | 20(2) |
პამიდორი | კოლორადოს ხოჭო | 0.1 | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში | 30(1) |
დამუშავებულ ფართობზე ხელით (მექანიზირებული) სამუშაოების დაწყების დრო: 10(4)
Reviews
There are no reviews yet.