ფუნიქსი

კულტურა:

  • ვაშლი, მსხალი

დაავადება:

  • ნაცარი, ჭრაქი
22.95
Out stock
გასუფთავება
არტიკული: N/A კატეგორია:

ფუნიქსი 25

ფუნგიციდი

დიფენოკონაზოლი 250 გ/ლ; ემულსიის კონცენტრატი

დანიშნულება: ფუნიქსი 25 არის სისტემური მოქმედების ფუნგიციდი დამცავი, პროფილაქტიკური და სამკურნალო მოქმედებით. ის იცავს კულტურას სოკოვანი დაავადებების გამომწვევი პათოგენებისგან, უზრუნველყოფს მოსავლიანობასა და მის ხარისხს.

რეზისტენტობის მართვა: რეზისტენტობის წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად გამოიყენეთ ფუნიქსი 25 ( მე-3 ჯგუფი) და სხვა ქიმიური კლასის პრეპარატები მონაცვლეობით.

თავსებადობა: თავსებადია თითქმის ყველა პესტიციდსა და აგროქიმიკატთან. სამუშაო ნარევის მომზადების წინ მიზანშეწონილია პრეპარატების შემოწმება თავსებადობაზე მცირე რაოდენობის შერევით.

სამუშაო ხსნარის მომზადება: მუდმივი შერევის პროცესში წყალში ჩაამატეთ საჭირო რაოდენობის პრეპარატები შემდეგი მიმდევრობით: ჯერ მშრალი ფორმულაციები (სფ, წდგრ), შემდეგ თხევადი (სკ, სე, ზწე, ეკ, წხ) და შემდეგ მიმწებებელი.

შეზღუდვები და მითითებები: არ შეასხუროთ ცხელი ქარების, მოსალოდნელი წვიმის ან სხვა არასტაბილური კლიმატური პირობების დროს.

ფიტოტოქსიკურობა: რეკომენდებული ნორმებისა და დოზების გამოყენებისას პრეპარატი არ არის ფიტოტოქსიკური.

ზემოქმედების სიჩქარე: შესხურებისთანავე

დაცვითი მოქმედების პერიოდი : 10 14 დღე. ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების ინტენსივობაზე.

ეკოლოგიური უსაფრთხოების რეკომენდაციები: ტოქსიკურია თევზისა და სხვა წყლის ორგანიზმებისთვის, ნაწილობრივ მავნებელია ფრინველების, ცხოველების და ნაკლებად ტოქსიკური ფუტკრებისთვის.

ტოქსიკურობის კლასი: U

კულტურა დაავადება ხარჯვის ნორმა
(ლ/ტ)
გამოყენების
ხერხი, დრო,
გამოყენების
თავისებურება
ლოდინის
პერიოდი (გამოყენების
ჯერადობა)
ვაშლი, მსხალი ქეცი, ნაცარი 0.15-0.2 შესხურება ვეგეტაციის პერიოდში კოკრების გავარდისფერების ფაზაში, ყვავილობის შემდეგ და 10-14 დღიანი ინტერვალით 0,015-0,02% სამუშაო ხსნარით 20(2-4)

დამუშავებულ ფართობზე ხელით (მექანიზირებული) სამუშაოების დაწყების დრო: 7(3)

კულტურები

ვაშლი, მსხალი

დაავადებები

ნაცარი, ჭრაქი

Reviews

There are no reviews yet.

Only logged in customers who have purchased this product may leave a review.