ფულვიტეკი
მცენარეული წარმოშობის NK თხევადი ორგანული სასუქი
შემადგენლობა w / w:
ორგანული ნივთიერების სრული შემცველობა 30%
ორგანული ნახშირბადი 15%
აზოტის სრული შემცველობა 2%
ორგანული აზოტი 2%
კალიუმი ოქსიდი (K2O) 3%
C / N 8.5
ფულვიტეკში შემავალი ორგანული ნივთიერებები არის მცენარეთა ექსტრაქტები, რომლებიც მიღებულია მელასას ფერმენტაციითა და დისტილაციის პროცესებისგან.
მძიმე მეტალების შემცველობა ფულვიტეკში არის უფრო დაბალი, ვიდრე დაშვებული ლიმიტი A კლასში.
სპეციფიკაცია: ფულვიტეკი არის სპეციალური თხევადი სასუქი, რომელიც გამოიყენება ფერტიგაციისას. მისი მახასიათებლების გამო ზრდის კათიონის გაცვლის შესაძლებლობას, შესაბამისად აუმჯობესებს ნიადაგის სტრუქტურას, ხელს უწყობს ფორების წარმოქმნას, გამტარიანობასა და წყლის შეკავებას. ის ხელს უწყობს მეორადი ფესვების გამოყოფას და შედეგად ზრდის ფესვების მოცულობას. ფულვიტეკი არის ფულვომჟავების მაღალკონცენტრირებული პროდუქტი, რომელიც უზრუნველყოფს ნიადაგში ორგანული პროცესების აქტიურ წარმართვას, შედეგად ფესვთა სისტემას უადვილებს წყლისა და მასში გახსნილი საკვები ნივთიერებების ათვისებას. ასევე, ნიადაგში ანტაგონისტური რეაქციების გამო დაბლოკილი საკვები ნივთიერებები გადაყავს მცენარისათვის სასურველ ფორმაში. გარდა ამისა, პროდუქტი შეიცავს მაკროელემენტებს, რომლებსაც მცენარე სრულად ითვისებს და ვეგეტაციის ნებისმიერ ფაზაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს, როგორც მცენარის სიჯანსაღის კუთხით, ასევე ხარისხიანი მოსავლისათვის.
დოზა (ფერტიგაცია) :
ბოსტნეულსა და ყვავილებში ——— 100-300 ლ / ჰა / წელიწადში
ხეხილი და ყურძენი ——– 100-200 ლ / ჰა / წელიწადში
ზეთისხილი ——— 60-150 ლ / ჰა / წელიწადში
სიმკვრივე: 1.17 კგ / ლ
PH: 3.5 – 5.5
გამტარობა 1: 1,000 (მს/სმ) 20ºC: 645