ფესტივალი

4.05
გასუფთავება
არტიკული: N/A კატეგორია:

ფესტივალი

არაიონური ორგანოსილიკონური მიმწებებელი

მოქმედი ნივთიერება: ტრისილოქსან ალკოქსილატი 100%

ფესტივალი არის მოდიფიცირებული ტრისილოქსანი და ორგანული სილიკონი, რომელიც გამოიყენება პესტიციდებთან ნარევში, რათა უფრო ეფექტური გახადოს პრეპარატის მოქმედება და ხელი შეუწყოს მისი მცენარის ზედაპრიზე გაშლას. ფესტივალის 0.1%-იანი ხსნარი ამცირებს წყლის ზედაპირის დაჭიმულობას 20.5mN/m-მდე, რაც უზრუნველყოფს მცენარის ზედაპირის იდეალურ დანამვას.

ფესტივალის დამატება სამუშაო ხსნარში ზრდის კონტაქტს ხსნარსა და ფოთლის ზედაპირს შორის, ხელს უწყობს პრეპარატის უკეთეს მიმწებებელობასა და მის თანაბარ გადანაწილებას ფოთლის ზედაპირზე, რაც მნიშველოვნად ზრდის მცენარის დაცვის ხარისხს. მცენარე უფრო მარტივად შეიწოვს პროდუქტს, რაც იძლევა პრეპარატის დაბალი დოზით გამოყენების საშუალებას და ამცირებს სამუშაო ხსნარის საჰექტრო ხარჯვის ნორმას.

ფესტივალის გამოყენება საგრძნობლად აუმჯობესებს პრეპარატის მედეგობას წვიმით ჩამორეცხვისადმი.

მისი გამოყენება ყველაზე ეფექტურია, როდესაც ხსნარის pH არის 5.5-8.5.

არ არის რეკომენდებული ფესტივალის ძალიან მჟავე (pH 4-ზე დაბალი) და ძალიან ტუტე (pH 9-ზე მაღალი) ხსნარში შერევა.

ფესტივალი გამოიყენება ნარევში როგორც ჰერბიციდებთან, ასევე ფუნგიციდებთან, ინსექტიციდებთან და აკარიციდებთან.

მახასიათებლები:

·       ხელს უწყობს პრეპარატის თანაბარ განაწილებას მცენარის ზედაპირზე

·       ამცირებს სამუშაო ხსნარის მოცულობას

·       ხელს უწყობს მცენარის მიერ შესხურებული ხსნარის სწრაფ ათვისებას

·       აუმჯობესებს მცენარის მედეგობას წვიმით ჩამორეცხვისადმი

·       არაიონური მიმწებებელი

გამოიყენეთ ფესტივალის რეკომენდებული დოზა, რათა ხელი შევუწყოთ პესტიციდების ადსორბციას, გაზარდოს მათი ეფექტურობა და შეამციროს სამუშაო ხსნარის მოცულობა:

ობიექტი კონცენტრაცია
მცენარეთა ზრდის რეგულატორი 0.025% – 0.05%
ჰერბიციდი 0.025% – 0.15%
ფუნგიციდი, ბაქტერიციდი 0.015% – 0.05%
ინსექტიციდი, აკარიციდი 0.025% – 0.1%
სასუქი, მიკროელემენტები 0.015 – 0.1%

ფესტივალის გამოყენების შედეგად საჭირო წყლის მოცულობა მცირდება 1/3-1/2-ით ხოლო პესტიციდის დოზა მცირდება 20-30%-ით. 

თავსებადია თითქმის ყველა პესტიციდსა და აგროქიმიკატთან, თუმცა სამუშაო ნარევის მომზადების წინ მიზანშეწონილია პრეპარატების შემოწმება თავსებადობაზე მცირე რაოდენობის შერევით.

ფესტივალი უსაფრთხოა დასამუშავებული კულტურისათვის, მაგრამ ფართომაშტაბიან დამუშავებამდე რეკომენდებულია თავდაპირველად ჩატარდეს წინასწარი ცდა მცირე ფართობის ნაკვეთზე.

წონა N/A
შეფუთვა

0.05ლ, 0.25ლ