ელიქსირ ფოს G1
ფოსფორმჟავა (H3PO4 ) – 73%
ფოსფორის პენტაოქსიდი (P2O5) – 53%
ელიქსირ ფოს G1 არის მაღალკონცენტრირებული ფოსფორის შემცველი პროდუქტი, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია ფერტიგაციისას და წარმოადგენს მცენარისთვის ფოსფორის ეფექტურ წყაროს. იგი გამოიყენება მცენარის გამოსაკვებად და ასევე საირიგაციო მოწყობილობების გასაწმენდად.
პროდუქტის გამოყენება რეკომენდებულია მაღალი pH-ის პირობებში, შემჟავების მიზნით.
თხევადი ფორმულაციის გამო იგი მცენარეს მიეწოდება ადვილად ათვისებად ფორმაში და მისი შეწოვა ხდება მარტივად.
ელიქსირ ფოს G1 -ის გამოყენება შესაძლებელია მცენარის განვითარების ნებისმიერ ფაზაში.