ეკლომარი 5ლ

ნივთიერება :

  • 100%, ზღვის წყალმცენარის (Ecklonia maxima) თხევადი ექსტრაქტი ალგინის მჟავა: 0.50% w/w

პრეპარატული ფორმა :

  • თხევადი ექსტრაქტი

ბრენდი:

76.20
გასუფთავება
არტიკული: N/A კატეგორიები: , ,

ეკლომარი არის ახლად ფორმულირებული ბიოსტიმულატორი, რომელიც ემყარება წყალმცენარის ექსტრაქტს (Ecklonia maxima). ბუნებრივად შეიცავს აუქსინების და სხვა აქტიური ჰორმონების დიდ ნაწილს, რომელიც ასტიმულირებს მცენარის ფესვთა სისტემის განვითარებას. ეკლომარი ზრდის მცენარის დაფესვიანების უნარს, ზრდის ნაყოფების მასას და ზომას. მისი ჩართვა სასუქებით გამოკვების პროგრამაში შესაძლებელია სრული ვეგეტაციის პერიოდში. მისი გამოყენება ეფექტურია ყვავილობის შემდეგ ნაყოფის დამსხვილების პერიოდში, 2-3 ჯერ.

!მსოფლიო ბაზარზე არსებული სხვა აუქსინის შემცველ პროდუქტებთან შედარებით ეკლომარს გააჩნია ყველაზე მაღალი პროცენტული შემცველობა – 25ppm

დოზები:

სარწყავ სისტემაში გასაშვებად რეკომენდებული დოზაა 2 ლ / ჰა-ზე. მცენარის გადარგვის შემდეგ, დოზა დამოკიდებულია გარემოსა და ნაყოფების განვითარებაზე. პრეპარატის გამოყენება ხდება 15 დღის ინტერვალებით. ამ დროის განმავლობაში მცენარე აღიდგენს ჰორმონალურ ბალანსს. 

მრავალწლიანი კულტურებისათვის გამოიყენეთ ვეგეტაციის დასაწყისში, ფესვების კარგი განვითარების სტიმულირებისთვის და მცენარეულობის გასააქტიურებლად.

ფოთლოვანი გამოკვებისთვას დოზა არის 1-3ლ/ტონა წყალზე.

უპირატესობები:

  1. ალგინინის მჟავა მიღებულია სხვადასხვა წყალმცენარეებისგან, რომლებიც მცენარეს ბუნებრივად აძლევენ გამძლეობას და უნარს დაძლიონ ნებისმიერი სტრესი
  2. ალგინინის მჟავა შეიცავს უამრავ მცენარისთვის საჭირო ჰორმონს: აუქსინს, გიბერელინს, ციტოკინინებს. სარგებელი დამოკიდებულია მცენარის ფენოლოგიურ ფაზებსა და მოხმარების დროზე. 
  3. იმის გამო, რომ წყალმცენარეები ზღვაში კლდეებზე იზრდებიან, მათ გამომუშავებული აქვთ უნარი ქანების დეგრადაციის შედეგად შეითვისონ უამრავ მიკრო და მაკრო ელემენტები და ორგანულ მოლეკულები, როგორებიცაა ამინომჟავები, ცილები და ვიტამინები. შესაბამისად ამ ყველაფრის ადსორბცია მცენარეში აუმჯობესებს  საკვები ელემენტების შემცველობას. 
შეფუთვა

1ლ, 20ლ, 5ლ