დანიშნულება:
დრიბლინგი არის M1 ჯგუფის პრევენციული ხასიათის კონტაქტური მოქმედების ფუნგიციდი და ბაქტერიციდი, რომელიც გამოიყენება: ყურძნის, ხეხილის, ზეთისხილის, ბროწეულის, კაკლოვანი კულტურების,ბოსტნეულის, ბარდას, ლობიოს და სხვა პარკოსნების ბაქტერიული და სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ.
კულტურა, დასამუშავებელი ობიექტი | პრეპარატის ხარჯვის ნორმა კგ/ჰა | დაავადება | გამოყენების ხერხი, დრო, გამოყენების თავისებურება | ლოდინის პერიოდი (გამოყენების ჯერადობა) | დამუშაებულ ფართობზე ხელით (მექანიზირებული) სამუშაების დაწყების დრო |
ვაზი | 2კგ/ჰა | ჭრაქი, ანთრაქნოზი, შავი სიდამპლე | კულტურის განვითარების ფენოლოგიური ფაზის დროს ნაყოფის განვითარების ეტაპიდან მოსავლის აღებამდე (BBCH 70-დან) | 21(3) | 3(1) |
ხეხილი (ვაშლი, მსხალი, კომში, ქლიავი, ატამი, გარგარი, ალუბალი, ბალი) | 1.5-2კგ/ჰა | ქეცი, მონილიოზი, ფოთლის სიხუჭუჭე, ბაქტერიული ლაქიანობა, ნეკროზი | კულტურის განვითარების ფენოლოგიური ფაზის დროს კვირტის დაბერვის ეტაპზე (BBCH 54-59), ხოლო შემოდგომა-ზამთარში როდესაც ყლორტთა ზრდა არის დასრულებული (BBCH 91-დან) | 20(3) | 3(1) |
პარკოსნები (ლობიო, ბარდა) | 2კგ/ჰა | ჟანგა, ანთრაქნოზი | დაავადების სიმპტომების გამოვლენიდან მოსავლის აღებამდე. | 3(3) | 3(1) |
კაკლოვნები (კაკალი, თხილი) | 2კგ/ჰა | მურა ლაქიანობა, ნეკროზი, ბაქტერიოზი, ანთრაქნოზი, სეპტორიოზი | გაზაფხულზე გასხვლის შემდეგ, გამოკვირტვის ეტაპზე. (ყვავილობამდე) შემოდგომაზე, მოსავლის აღების შემდეგ | 20(3) | 3(1) |
ციტრუსი | 1.5-2კგ/ჰა | ალტერნარიოზი, ბაქტერიოზი, ანთრაქნოზი. | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში | 14(3) | 3(1) |
კარტოფილი | 1.5-2 კგ/ჰა | ფიტოფტოროზი ალტერნარიოზი | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში | 14(3) | 3(1) |
პომიდორი, კიტრი | 1.5-2 კგ/ჰა | ფიტოფტოროზი ალტერნარიოზი | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში | 7(3) | 3(1) |