დიმანკო 9+60

კულტურა:

  • ვაზი, კარტოფილი, კიტრი, პომიდორი

დაავადება:

  • ალტერნარიოზი, მაკროსპორიოზი, ფიტოფტოროზი, ჭრაქი
28.35
გასუფთავება
არტიკული: N/A კატეგორიები: ,

დიმანკო 9+60

ფუნგიციდი

მოქმედი ნივთიერება: დიმეტომორფი 90 /კგ + მანკოცები 600 /კგ; სფ

დანიშნულება: დიმანკო 9+60 არის სისტემურკონტაქტური მოქმედების ფუნგიციდი, რომელსაც გააჩნია, როგორც პროფილაქტიკური, ასევე სამკურნალო მოქმედება და გამოიყენება ვაზის, კარტოფილის, ბოსტნეულისა და სხვა სასოფლოსამეურნეო კულტურების ძირითადი სოკოვანი დაავადებებისაგან დასაცავად.

რეზისტენტობის მართვა: რეზისტენტობის წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად გამოიყენეთ დიმანკო 9+60 (M03 და 40 ჯგუფი) და სხვა ქიმიური კლასის პრეპარატები მონაცვლეობით.

თავსებადობა: თავსებადია თითქმის ყველა პესტიციდსა და აგროქიმიკატთან. სამუშაო ნარევის მომზადების წინ მიზანშეწონილია პრეპარატების შემოწმება თავსებადობაზე მცირე რაოდენობის შერევით.

სამუშაო ხსნარის მომზადება: მუდმივი შერევის პროცესში წყალში ჩაამატეთ საჭირო რაოდენობის პრეპარატები შემდეგი მიმდევრობით: ჯერ მშრალი ფორმულაციები (სფ, წდგრ), შემდეგ თხევადი (სკ, სე, ზწე, ეკ, წხ) და შემდეგ მიმწებებელი.

შეზღუდვები და მითითებები: არ შეასხუროთ ცხელი ქარების, მოსალოდნელი წვიმის ან სხვა არასტაბილური კლიმატური პირობების დროს.

ფიტოტოქსიკურობა: რეკომენდებული ნორმებისა და დოზების გამოყენებისას პრეპარატი არ არის ფიტოტოქსიკური.

ზემოქმედების სიჩქარე: შესხურებისთანავე

დაცვითი მოქმედების პერიოდი: 1014 დღე. ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების ინტენსივობაზე.

ეკოლოგიური უსაფრთხოების რეკომენდაციები: ტოქსიკურია თევზისა და სხვა წყლის ორგანიზმებისთვის, ნაწილობრივ მავნებელია ფრინველების, ცხოველების და ნაკლებად ტოქსიკური ფუტკრებისთვის.

ტოქსიკურობის კლასი: III

კულტურა დაავადება ხარჯვის ნორმა კგ/ჰა გამოყენების ხერხი, დრო, გამოყენების თავისებურება ლოდინის პერიოდი (გამოყენების ჯერადობა)
კარტოფილი ფიტოფტოროზი, მაკროსპორიოზი, ალტერნარიოზი 2- 2.5 შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 0,4-0,5%-იანი სამუშაო ხსნარით 20(2-3)
ვაზი ჭრაქი 2 შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 40(3)
პამიდორი (ღია და დახურული გრუნტი) ფიტოფთოროზი, ალტერნარიოზი 2 შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 40(3)
კიტრი (ღია გრუნტი) ჭრაქი 2 შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 15(3)

დამუშავებულ ფართობზე ხელით (მექანიზირებული) სამუშაოების დაწყების დრო: 7(3)

კულტურები

ვაზი, კარტოფილი, კიტრი, პომიდორი

დაავადებები

ალტერნარიოზი, მაკროსპორიოზი, ფიტოფტოროზი, ჭრაქი