კიტრის თესლი F1 (ცენტაურო)

67.50
გასუფთავება
არტიკული: N/A კატეგორია:

ცენტაურო F1 არის პართენოკარპიული საადრეო მაღალმოსავლიანი სლაისერის ტიპის კიტრი. გააჩნია ნაყოფის სწრაფად გამონასკვის უნარი. შესაძლებელია მისი წარმოება გაზაფხულზე, ზაფხულსა და შემოდგომაზე როგორც ღია ისე დახურულ გრუნტში . განკუთვნილია სხვადასხვა კლიმატური პირობების მქონე ზონებისთვის. აქვს მაღალი ხარისხის თანაბარი ზომის ერთგვარი ნაყოფები. უპირატესად ხასიათდება მდედრობითი ტიპის ყვავილებით. CENTAURO F1 მედეგია პერენოსპოროზის, ნაცრის, ანთრაქნოზის, კლადოსპორიოზის, მოზაიკის ვირუსისა და ძარღვების გაყვითლების ვირუსისადმი.

ნაყოფის ზომები – 23-25 სმ;

ნაყოფის ფერი – მუქი მწვანე

ვეგეტაციის პერიოდი – 65-67 დღე.

ნაყოფის ფორმა – ცილინდრული. გამოირჩევა სიცხისა და სხვა სტრესული პირობების მიმართ გამძლეობით. აქვს კარგი საბაზრო იერსახე და ინახება ხანგრძლივად. მცენარე არის სწრაფ მზარდი ძლიერი ფესვთა სისტემით , კარგად ეგუება ტემპერატურის ცვალებადობას და გააჩნია საუკეთესო გემოვნური თვისებები . მცენარის ტიპი არის ძლიერი , გენერაციული , უწყვეტი ზრდის ციკლით . მედეგია ნესტისა და ნახეთქების მიმართ. თამამად შეიძლება ითქვას სენტაურო F1 არის ლიდერი კიტრი სლაისერის ტიპის სახეობებში.

შეფუთვა

500ც (1 ტომარა)