ბოქსერი

კულტურა:

  • ვაზი, ვაშლი, კურკოვანი ხეხილი, მსხალი

დაავადება:

  • ბაქტერიოზი, მონილიოზი, ფოთლის სიხუჭუჭე, ყავისფერი სიდამპლე, შავი ლაქიანობა

ნივთიერება:

  • ზირამი 760 გ/კგ

პრეპარატული ფორმა :

  • წყალში დისპერსირებადი გრანულები
12.00
გასუფთავება
არტიკული: N/A კატეგორიები: ,

ბოქსერი

მოქმედი ნივთიერება: ზირამი 760 გ/კგ

პრეპარატული ფორმა: წყალში დისპერსირებადი გრანულები

ფუნგიციდი

ზირამი არის არასისტემური, ფართო სპექტრის, პრევენციული ფუნგიციდი, რომელიც გამოიყენება ასკომიცეტების, ოომიცეტების, ბაზიდიომიცეტების კლასის და ფიტოპათოგენური სოკოების წინააღმდეგ. ზირამი ებრძვის ბაქტერიას (Xanthomonas spp.), რომელიც იწვევს ბაქტერიული ფოთლის ლაქიანობას.

იგი ხელს უშლის სპორების გაღივებას, სოკოს მიცელიუმის ზრდას სუნთქვის პროცესში სხვადასხვა ფერმენტების ჩარევით, მათ შორის ციტოქრომი P450 და ალკოჰოლ-დეჰიდროგენეზის. ზირამს არ ახასიათებს ფიტოტოქსიკურობა. იგი ხელს უწყობს მრავალწლიანი კულტურების ჯანსაღ ზრდას.

ბოქსერი შეიცავს თუთიას, რომელიც არსებითი მიკროელემენტია მცენარის ზრდისთვის, ქლოროფილის სინთეზისასთვის და ეხმარება მცენარეს გახდეს სტრესის მიმართ გამძლე.

სამუშაო ხსნარის მომზადება:

სამუშაო ხსნარის მომზადებისას გამოიყენეთ ისეთი აპარატი, რამელშიც მუდმივ რეჟიმში ხდება შერევა. სუფთა ავზის ნახევრამდე შევსების შემდეგ წყალში ჩაამატეთ საჭირო რაოდენობის პრეპარატები W-A-L-E-S მეთოდით: 1. წყალში ხსნადი შეფუთვა; 2. სველებადი ფხვნილი; 3. წყალში დისპერსირებადი გრანულები და სხვა მშრალი ფორმულაციები. (გააგრძელეთ მორევა მანამ, სანამ ნარევი არ გახდება ერთგვაროვანი); 4. თხევადი ფორმულაციები (სუსპენზიის კონცენტრატი, სუსპენზიური ემულსია, ზეთოვან-წყლიანი ემულსია); 5. ემულსიის კონცენტრატი; 6. წყალხსნარი და შემდეგ მიმწებებელი.

 რეზისტენტობა:

ფუნგიციდი M3 ჯგუფი

FRAC -ის მიხედვით ზირამი არის დითიოკარბამატების, M3 ჯგუფის ფუნგიციდი.

რეზისტენტობის მიხედვით M ჯგუფი კლასიფიცირდება როგორც დაბალი რისკის ჯგუფი, რომელსაც არ ახასიათებს რეზისტენტობის განვითარების  ნიშნები. რეზისტენტობის წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად გამოიყენეთ ზირამი და სხვა ქიმიური კლასის პრეპარატები მონაცვლეობით.

თავსებადობა

თავსებადია თითქმის ყველა პესტიციდსა და აგროქიმიკატთან. არ შეურიოთ სპილენძის შემცველ პროდუქტებს. სამუშაო ნარევის მომზადების წინ მიზანშეწონილია პრეპარატების შემოწმება თავსებადობაზე მცირე რაოდენობის  შერევით.

ფიტოტოქსიკურობა:

რეკომენდებული ნორმებისა და დოზების გამოყენებისას პრეპარატი არ არის ფიტოტოქსიკური.

დაცვითი მოქმედების პერიოდი: 10-14 დღე. ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების განვითარებისათვის ხელსაყრელ პირობებზე და კულტურის ზრდის სიჩქარეზე.

ზემოქმედების სიჩქარე: შესხურებისთანავე.

კულტურა პრეპარატის ხარჯვის ნორმა კგ/ჰა დაავადება გამოყენების ხერხი, დრო, გამოყენების თავისებურება ლოდინის პერიოდი (გამოყენების ჯერადობა) დამუშაებულ ფართობზე ხელით (მექანიზირებული) სამუშაების დაწყების დრო
ვაშლი, მსხალი 1,5-3 ლაქიანობა, ქეცი ჟანგა, შესხურება სპილენძით წამლობის შემდეგ, ყვავილობამდე. არ შეასხუროთ მოსავლის აღებიდან 14 დღის განმავლობაში. 7 (4) 7(3)
ვაზი  1,5-3 შავი ლაქიანობა, ნაცრიფერი სიდამპლე, ჭრაქი, ფომოფსისი, შესხურება ვეგეტაციის პერიოდში, გამოკვირტვისას, კვირტის გაშლისას. 7 (4) 7(3)
გარგარი  1,5-3 მონილიოზი, კარპოფილიუმი, შესხურება კვირტის გახლეჩვისას,  ყვავილობისას ან/და ყვავილობის შემდგომ 5 კვირის განმავლობაში.  არ შეასხუროთ მოსავლის აღებიდან 5 კვირის განმავლობაში. 7 (4)  7(3)
ალუბალი, ბალი  1,5-3 მონილიოზი, ფოთლის ლაქიანობა შესხურება ყვავილობის წინ 5(4)  7(3)
ატამი  1,5-3 მონილიოზი, ლაქიანობა, ქეცი, ფოთლის სიხუჭუჭე, კარპოფილიუმი. შესხურება ყვავილობის წინ, ასევე ფოთლების დაცვენის შემდგომ და/ან კვირტების გახსნამდე.  5(4)  7(3)
კაკლოვნები  1,5-3 თხილის კიბო, ანთრაქნოზი, ქეცი შესხურება კვირტის დაბერვისას. გააგრძელეთ შესხურება 2 კვირიანი ინტერვალით მაისამდე. აუცილებელია კულტურის თანაბარი, სრულყოფილი დაფარვა. 14(5)  7(3)
მოცვი  1,5-3 მონილიოზი, ფომოფსისი, ანთრაქნოზი შესხურება ვეგეტაციის პერიოდში  7 (4)  7(3)
ვარდი  1,5-3 შავი ლაქიანობა, ნაცარი შესხურება ვეგეტაციის პერიოდში  7 (4)  7(3)
ნუში  1,5-3 მონილიოზი, ფოთლის ლაქიანობა, ქეცი, კლასტეროსპოროზი, ანთრაქნოზი შესხურება კვირტის გახლეჩვისას,  ყვავილობისას და ყვავილობის შემდგომ სტადიაზე. არ შეასხუროთ ყვავილობის დასრულებიდან 5 კვირის შემდეგ. 3 (4)  7(3)
პომიდორი  1,5-3 ანთრაქნოზი, ალტერნარიოზი, ფოთლის ლაქიანობა შესხურება ვეგეტაციის პერიოდში.  7 (4)  7(3)
წონა N/A
შეფუთვა

0.5კგ, 1კგ

კულტურები

ვაზი, ვაშლი, კურკოვანი ხეხილი, მსხალი

დაავადებები

ბაქტერიოზი, მონილიოზი, ფოთლის სიხუჭუჭე, ყავისფერი სიდამპლე, შავი ლაქიანობა