ბოიკოტი
ინსექტიციდი
ქლორპირიფოსი 500 გ/ლ + ციპერმეტრინი 50 /ლ
ემულსიის კონცენტრატი (ეკ)
დანიშნულება
ბოიკოტი კონტაქტურ-ნაწლავური მოქმედების ინსექტო-აკარაციდი, რომელიც ეფექტურად გამოიყენება მავნებლების წინააღმდეგ საბრძოლველად. მისი მოქმედება მოიცავს ფართო სპექტრს, კონკრეტულად კი აკონტროლებს მწუწნი და მღრღნელი მწერების დიდ რაოდენობას და ტკიპებს კულტურების დიდ ნაწილზე ფოთლებსა და ნიადაგში. ნაერთის მოქმედება ვლინდება მავნებლის განვითარების ყველა სტადიაზე: მოზრდილებზე, ლარვებსა და ნიმფებზე.
რეზისტენტობის მართვა
ქლორპირიფოსი | ჯგუფი | 1B | ინსექტიციდი |
ციპერმეტრინი | ჯგუფი | 3A | ინსექტიციდი |
ბოიკოტი შეიცავს ორგანოფოსფატების კლასის 1B ჯგუფის ინსექტიციდს ქლორპირფოსს და პირეტროიდების კლასის 3A ჯგუფის ინსექტიციდს ციპერმეტრინს. 1B და 3A ჯგუფის ინსექტიციდების მრავალჯერადმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ამა თუ იმ მავნებლის გენეტიკური თვისებების ცვლილება და გახდეს მის მიმართ რეზისტენტული. რეზისტენტობის წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად გამოიყენეთ ბოიკოტი და სხვა ქიმიური კლასის პრეპარატები მონაცვლეობით.
თავსებადობა
თავსებადია თითქმის ყველა პესტიციდსა და აგროქიმიკატთან. სამუშაო ნარევის მომზადების წინ მიზანშეწონილია პრეპარატების შემოწმება თავსებადობაზე მცირე რაოდენობის შერევით.
ფიტოტოქსიკურობა
რეკომენდებული ნორმებისა და დოზების გამოყენებისას პრეპარატი არ არის ფიტოტოქსიკური მცენარეების მიმართ. ცხელ ან მშრალ ამინდში შესხურებამ, შესაძლოა გამოიწვიოს მცენარის დაზიანება.
ზემოქმედების სიჩქარე: ზემოქმედების ნიშნები შეინიშნება შესხურებისთანავე.
დაცვითი მოქმედების პერიოდი : 2-3 კვირა. დამოკიდებულია მავნებელთა ინტენსივობაზე.
კულტურა, დასამუშავებელი ობიექტი |
მავნებელი | პრეპარატის ხარჯვის ნორმა ლ/ჰა |
გამოყენების ხერხი, დრო, გამოყენების თავისებურება |
ლოდინის პერიოდი (გამოყენების ჯერადობა) |
დამუშავებულ ფართობზე ხელით (მექანიზირე ბული) სამუშაოების დაწყების დრო |
ვაშლი, ატამი, გარგარი, ალუბალი, ბალი | ნაყოფჭამიები, ბუგრები, ტკიპები, ფოთლიხვევიები, ჩრჩილები | 1.5 | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში | 40(2) | 7(3) |
ხორბალი | ჭია წურბელა, პურის ბზუალა | 0.5-1.0 | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში | 30(1) | 10(4) |
ქერი | მავნე კუსებურა, პურის ხოჭო | 0.5-1.0 | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში | 30(1) | 10(4) |
კარტოფილი | კოლორადოს ხოჭო | 0.5-1.0 | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში | 40(2) | 10(4) |
შაქრის ჭარხალი | ცხვირგრძელა, რწყილები | 1-1.5 | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში | 30(2) | 10(4) |
არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწები | კალიები (მატლების განვითარების პერიოდში) | 0.3-0.5 | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში | 20(1) | 10(4) |
ციტრუსები | ფარიანები, ცრუფარიანები, მენაღმე ჩრჩილი | 1.5-2.0 | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში | 40(1) | 10(4) |
ვაზი | ფარიანები, ცრუფარიანები | 1.5 | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში | 40(1) | 10(4) |
სიმინდი | სიმინდის ფარვანა | 0.75-1.0 | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში | 30(2-3) | 10(4) |
პომიდორი | კოლორადოს ხოჭო ბუგრები |
1,2 | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში | 30(1) | 10(4) |