ბარნელაცელი 70
ჰერბიციდი
მეტრიბუზინი 700 გ/კგ; წდგრ
დანიშნულება: ბარნელაცელი 70 არის სელექციური, სისტემური ჰერბიციდი, რომელიც გამოიყენება ერთწლიანი ფართოფოთლოვანი და მარცვლოვანი სარეველების წინააღმდეგ. პრეპარატი შეიწოვება სარეველას ფესვებიდან, ფოთლებიდან და ყლორტებიდან. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც სარეველას აღმოცენების, ასევე აღმოცენების შემდგომ პერიოდში.
სამუშაო ხსნარის მომზადება: მუდმივი შერევის პროცესში წყალში ჩაამატეთ საჭირო რაოდენობის პრეპარატები შემდეგი მიმდევრობით: ჯერ მშრალი ფორმულაციები (სფ, წდგრ), შემდეგ თხევადი (სკ, სე, ზწე, ეკ, წხ) და შემდეგ მიმწებებელი.
თავსებადობა: თავსებადია ბევრ პესტიციდსა და აგროქიმიკატებთან. სამუშაო ნარევის მომზადების წინ მიზანშეწონილია პრეპარატების შემოწმება თავსებადობაზე.
რეზისტენტობა: რეზისტენტობის წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად გამოიყენეთ ბარნელაცელი 70 და სხვა მოქმედების მექანიზმის პრეპარატები მონაცვლეობით.
გამოყენების შეზღუდვები და მითითებები: არ შეასხუროთ თუ მოსალოდნელია წვიმა 2 საათის განმავლობაში.
დაცვითი მოქმედების პერიოდი: 6-8 კვირის განმავლობაში.
ზემოქმედების სიჩქარე: სარეველების ზრდა წყდება დამუშავებისთანავე. ჰერბიციდის ეფექტი შესამჩნევია 7-14 დღის შემდეგ. (ნიადაგისა და კლიმატური პირობების გათვალისწინებით)
ფიტოტოქსიკურობა: პრეპარატი პრაქტიკულად არ არის ტოქსიკური ძუძუმწოვრებისა და ფრინველებისთვის.
ტოქსიკურობის კლასი: II
კულტურა | სარეველა | ხარჯვის ნორმა კგ/ჰა | გამოყენების ხერხი, დრო, გამოყენების თავისებურება | ლოდინის პერიოდი (გამოყენების ჯერადობა) |
პომიდორი | ერთწლიანი ორლებნიანი და მარცვლოვანი | 1.1-1.4 | ნიადაგის შესხურება ჩითილების გადარგვამდე | -(1) |
პომიდორი | ერთწლიანი ორლებნიანი და მარცვლოვანი | 0.7-0.8 | ნათესების შესხურება კულტურის 2-4 ფოთლის ფაზაში | 30(1) |
კარტოფილი | ერთწლიანი ორლებნიანი და მარცვლოვანი | 1.4-2.1 | ნიადაგის შესხურება კულტურის აღმოცენებამდე | -(1) |
კარტოფილი | ერთწლიანი ორლებნიანი და მარცვლოვანი | 0.7-0.8 | სარეველების შესხურება კულტურის 5 სმ–დე სიმაღლისას | -(1) |
სოიო | ერთწლიანი ორლებნიანი და მარცვლოვანი | 1 | სარეველების შესხურება15-20 დღეში ჩითილების გადარგვიდან | 30(1) |
დამუშავებულ ფართობზე ხელით (მექანიზირე ბული) სამუშაოების დაწყების დრო: 7(3)
Reviews
There are no reviews yet.