ბადრიჯანი კორსიკას მაღალპროდუქტიული ჰიბრიდი, ახასიათებს ძლიერი ფესვთა სისტემა. იგი განკუთვნილია, როგორც სათბურში, ისე ღია გრუნტში მოსაყვანად, მთელი წლის განმავლობაში.
მახასიათებლები:
- ნაყოფის სიგრძე : 20-25 სმ
- ნაყოფის ფორმა: ცილინდრული
- ნაყოფის წონა: 250-280 გრამი
- ნაყოფის ფერი: მბზინავი, ინტენსიური შავი,
კორსიკა F1 გამოირჩევა ნაყოფების ერთგვაროვნებით, შესაფერისია გრძელვადიანი შენახვისა და ტრანსპორტირებისთვის.