აზობინი

კულტურა:

  • ვაზი, ვაშლი, კარტოფილი, კიტრი, პომიდორი, წიწაკა

დაავადება:

  • ალტერნარიოზი, ანთრაქნოზი, ნაცარი, სიდამპლე, ფიტოფტოროზი, ფომოფსისი, ქეცი, ჭრაქი
43.35163.80
გასუფთავება
არტიკული: N/A კატეგორიები: ,

აზობინი

ფუნგიციდი

აზოქსისტრობინი 250 გ/ლ

სუსპენზიური კონცენტრატი (სკ)

დანიშნულება

აზობინი არის სისტემური მოქმედების ფუნგიციდი, რომელიც გამოიყენება პომიდორში ფიტოფტოროზის, ნაცრისა და ალტერნარიოზის, კიტრში პერონოსპოროზისა და ნაცარის დროს, ასევე ვაზში ნაცარსა და ჭრაქთან საბრძოლველად.

ის ეფექტურად მოქმედებს  სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ. იგი გამოირჩევა  სამკურნალო, ტრანსლამინარული თვისებებით. აზობინს ახასიათებს ანტისპორაციული, სამკურნალო მოქმედება და უზრუნველყოფს კულტურის ხანგრძლივ დაცვას. იგი აფერხებს სპორების გაღივებას სოკოვანი დაავადების ადრეულ სტადიებზე, ბლოკავს მის სასიცოცხლო ციკლს, თრგუნავს პათოგენის უჯრედებს.

 რეზისტენტობის მართვა

ჯგუფი 11 ფუნგიცდი

აზობინი არის სტრობილურინების კლასის მე-11 ჯგუფის ფუნგიციდი. 11 ჯგუფის ფუნგიციდის მრავალჯერადმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ამა თუ იმ სოკოვანი დაავადების გენეტიკური თვისებების ცვლილება და გახდეს მის მიმართ რეზისტენტული. რეზისტენტობის წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად გამოიყენეთ აზობინი და სხვა ქიმიური კლასის პრეპარატები მონაცვლეობით.

თავსებადობა

თავსებადია თითქმის ყველა პესტიციდსა და აგროქიმიკატთან. სამუშაო ნარევის მომზადების წინ მიზანშეწონილია პრეპარატების შემოწმება თავსებადობაზე მცირე რაოდენობის  შერევით.

 ფიტოტოქსიკურობა

რეკომენდებული ნორმებისა და დოზების გამოყენებისას პრეპარატი არ არის   ფიტოტოქსიკური მცენარეების მიმართ. ცხელ ან მშრალ ამინდში შესხურებამ, შესაძლოა გამოიწვიოს მცენარის დაზიანება.

ზემოქმედების სიჩქარე: შესხურებისთანავე.

დაცვითი მოქმედების პერიოდი : 714 დღე. ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების განვითარებისათვის ხელსაყრელ პირობებზე და კულტურის ზრდის სიჩქარეზე.

კულტურა, დასამუშავებელი ობიექტი დაავადება პრეპარატის ხარჯვის ნორმა /ჰა გამოყენების ხერხი, დრო, გამოყენების თავისებურება ლოდინის პერიოდი (გამოყენების ჯერადობა) დამუშაებულ ფართობზე ხელით (მექანიზირებული) სამუშაების დაწყების დრო
ვაზი ჭრაქი, ნაცარი; ნაცრისფერი ობი 0.25-1 ლ/ჰა შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 14(2) 7(3)
გოგრისებრნი პერონოსპოროზი, ნაცარი, ჭრაქი 0.8-1.2 ლ/ჰა შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 3(2) 3(3)
კარტოფილი ფიტოფტოროზი, ალტერნარიოზი, რიზოქტონიოზი 0.3-0.6 ლ/ჰა შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 10(2) 7(3)
პომიდორი, კიტრი ფიტოფტოროზი ალტერნარიოზი
ნაცარი
0.4 ლ/ჰა შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 3(2) 5(3)
ხახვი ჭრაქი 0,6 ლ/ჰა შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 10(2) 3(3)
საზამთრო ალტერნარიოზი 0.75 ლ/ჰა შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 3(2) 3(3)
წიწაკა ნაცარი 0.6 ლ/ჰა შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 3(2) 3(3)

 

 

წონა N/A
კულტურები

ვაზი, ვაშლი, კარტოფილი, კიტრი, პომიდორი, წიწაკა

დაავადებები

ალტერნარიოზი, ანთრაქნოზი, ნაცარი, სიდამპლე, ფიტოფტოროზი, ფომოფსისი, ქეცი, ჭრაქი