ალტენსივ pH
EC სასუქი
შემადგენლობა (w/w)
წყალში ხსნადი ფოსფორის პენტაოქსიდი (P2O5)…………………………………..11%
წყალში ხსნადი კალიუმის ოქსიდი (K2O)…………………………………………………1%
შენიშვნები
მოცემული ინფორმაცია და რეკომენდაციები დაფუძნებულია ფართო და მკაცრად კონტროლირებად კვლევებზე. არსებობს სხვადასხვა ფაქტორები, რომლებიც მწარმოებლის კონტროლს არ ექვემდებარება (ნარევის მომზადება, გამოყენების გზები, კლიმატური პირობები და სხვა).
მწარმოებელი გარანტიას იძლევა პროდუქტის შემადგენლობაზე. მწარმოებელი არ იღებს პასუხიმგებლობას პრეპარატის არასწორი გამოყენებითა თუ შენახვით გამოწვეულ პირდაპირ და არაპირდაპირ ზარალზე.
დანიშნულება
AltensivpH სპეციალურად განკუთვნილია ისეთი კულტურებისთვის, რომლებიც საჭიროებენ ფოსფორისა და კალიუმის შემცველ სასუქს. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესხურებისას კი საჭიროებენ მიმწებებელს.
AltensivpH ზრდის ადჰეზიას (ხელს უწყობს პრეპარატს ზედაპირზე მარტივად მიწებებაში), აუმჯობესებს პრეპარატის შეწოვასა და შეღწევადობას მცენარეში, რაც ზრდის შესხურებული პროდუქტის ეფექტურობას. ის განსხვავდება სხვა არაიონური პროდუქტებისაგან (ნონილფენოლებისაგან) მისი მაღალი ბიოდეგრადირებადობით.
AltensivpH ამცირებს წყლის pH-ის მაჩვენებელს, საშუალოდ 2 ერთეულით.
AltensivpH ამცირებს დასატანი ხსნარის ზედაპირულ დაჭიმულობას. დაჭიმულობის შემცირების შედეგად შესხურებული წვეთი თანაბრად იშლება და ნაწილდება მცენარის ზედაპირზე, რის შედეგადაც მიიღწევა მაქსიმალური დაფარვა.
მითითებები და გამოყენების ინსტრუქცია:
ფოთლოვანი კვება:
- ჩვეულებრივ კულტურებში 50 გრ / 100 ლიტრ წყალში. (0.5 ლ/ ჰა).
- კულტურები რომლებსაც აქვს ცვილისებური ფოთლის ზედაპირი (ნიორი, ხახვი, კომბოსტო, ბარდა, და სხვა): 100 გრ/100 ლიტრ წყალში. (1 ლ / ჰა).
ფოთლოვანი კვებისას რეკომენდებულია სუფთა, სწორად დაკალიბრებული შემასხურებლის გამოყენება. საჭიროა გამოყენებულ იქნას შესაფერისი რაოდენობა სითხე, კულტურის ზომის და ნარგაობის სიხშირის მიხედვით, რათა უზრუნველყოს მცენარის ფოთლების სრულად დაფარვა ყველა მხრიდან ისე, რომ მცენარიდან პრეპარატი არ ჩამოირეცხოს.
სამუშაო ხსნარის მომზადება:
1- შეავსეთ ავზი საჭირო რაოდენობა წყლით (pH = 8 ან მეტია 8-ზე).
2- დაამატეთ AltensivpH და მოურიეთ.
3- დაამატეთ სხვა პროდუქტი
პრეპარატი ალტინკო არ შეურიოთ ტუტე რეაქციის მქონე პროდუქტს. თუ ნარევის მომზადება ხდება ხისტ წყალში, ან და ნარევში ურევთ კალციუმის შემცველ პროდუქტებს და საბოლო ნარევის pH არის 6-ზე მეტი, შეიძლება გამოიწვიოს კალციუმის ფოსფატის გამოლექვა.
შესაძლოა გამოიწვიოს კალციუმის ფოსფატის გამოლექვა, იმ შემთხვევაში თუ ნარევში შეურევთ კალციუმის შემცველ პროდუქტებს, ან ნარევს მოამზადებთ ხისტ წყალში და საბოლოო ნარევის pH იქნება 6-ზე მეტი.
სამუშაო ნარევის მომზადების წინ მიზანშეწონილია პრეპარატების შემოწმება თავსებადობაზე მცირე რაოდენობის შერევით.
პრეპარატი არ წარმოქმნის ქაფს, არამედ ახასიათებს ქაფის საწინააღმდეგო მოქმედება.
გამოყენებამდე შენაჯღრიეთ.