სეკრეტი
ჰერბიციდი
ფენოქსაპროპ-პ-ეთილ 69 გ/ლ + კლოკვინტოსეტ-მექსილი 34,5 გ/ლ
წყლის ზეთოვანი ემულსია (წზე)
დანიშნულება:
სეკრეტი არის მაღალ-სელექციური, აღმოცენების შემდგომი ჰერბიციდი, რომელიც გამოიყენება თავთავიან კულტურებში ერთწლიანი მარცვლოვანი სარეველების წინააღმდეგ საბრძოლველად. სეკრეტი ეფექტურად უმკლავდება ისეთ სარეველებს, როგორებიცაა საგველა, შვრიუკა, მელაკუდა, ფეტვი, შალაფა და ძურწა. მოქმედი ნივთიერება შეიწოვება სარეველას ფოთლებსა და ღეროებში, რის შემდეგაც იგი სისტემურად გადაადგილდება მცენარეში ზრდის წერტილამდე. იგი აჩერებს სარეველას ცხიმოვანი მჟავების სინთეზს, ხოლო შესხურებიდან რამდენიმე საათში აჩერებს მის ზრდას.
რეზისტენტობის მართვა:
ჯგუფი | A | ჰერბიციდი |
სეკრეტი არის არილოქსიფენოქსიპროპიონატის ქიმიური ჯგუფის ჰერბიციდი, რომელიც აჩერებს ცხიმოვანი მჟავების სინთეზს, აფერხებს აცეტილ–CoA კარბოქსილაზების (ACCase) გამომუშავების პროცესს. ჰერბიციდის რეზისტენტობის მართვის მიხედვით სეკრეტი არის A ჯგუფის ჰერბიციდი. A ჯგუფის ჰერბიციდების მრავალჯერადმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ამა თუ იმ სარეველას გენეტიკური თვისებების ცვლილება და გახდეს მის მიმართ რეზისტენტული. რეზისტენტობის წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად გამოიყენეთ სეკრეტი და სხვა მოქმედების მექანიზმის პრეპარატები მონაცვლეობით.
თავსებადობა:
თავსებადია თითქმის ყველა პესტიციდსა და აგროქიმიკატთან. სამუშაო ნარევის მომზადების წინ მიზანშეწონილია პრეპარატების შემოწმება თავსებადობაზე მცირე რაოდენობის შერევით.
ფიტოტოქსიკურობა:
არ არის ფიტოტოქსიკური დასაცავი კულტურის მიმართ.
ზემოქმედების სიჩქარე:
სარეველების ზრდა წყდება შესხურებისთანავე. პირველადი სიმპტომები გამოვლინდება დამუშავებიდან რამდენიმე საათში, რის შედეგადაც სარეველები დასაცავ კულტურასთან კონკურენციას წყვეტენ, წყლისა და საკვები ნივთიერებებისთვის. სარეველა კვდება პრეპარატის შესხურებიდან 10 დღის განმავლობაში.
დაცვითი მოქმედების პერიოდი:
გამოყენების მომენტიდან, თესლიდან ახალი სარეველას აღმოცენებამდე.
კულტურა, დასამუშავებელი ობიექტი |
სარეველა | პრეპარატის ხარჯვის ნორმა (ლ/ჰა) |
გამოყენების ხერხი, დრო, გამოყენების თავისებურება |
ლოდინის პერიოდი (გამოყენების ჯერადობა) |
დამუშავებულ ფართობზე ხელით (მექანიზირე ბული) სამუშაოების დაწყების დრო |
ხორბალი, ქერი | ერთწლიანი მარცვლოვანი სარეველები | 0.8-1 გ/ლ | ნათესების შესხურება სარეველას ვეგეტაციის პერიოდში, 1-6 ფოთლის ფაზაში | -(1) | 7(3) |