აგრო კომპანია „ბარაქა“, რომელიც ოპერირებს საქართველოში და ლიდერია მცენარეთა დაცვის საშუალებების, სასუქების, სათესლე მასალების, ბიოპრეპარატების, საზომი ხელსაწყოებისა და სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის იმპორტში, აცხადებს ვაკანსიას აგრო-კონსულტანტის პოზიციაზე.
ვეძებთ ახალ თანამშრომლებს ,,აგრო-კონსულტანტი,,-ს პოზიციაზე , ლაგოდეხში, გორში, მარნეულში, ზუგდიდში (5 ვაკანსია), რომლებიც აქტიურად ჩართული იქნებიან აგრო ბიზნესის განვითარებაში საქართველოში. კანდიდატს უნდა ჰქონდეს სასოფლო-სამეურნეო უმაღლესი განათლება ან პრაქტიკული გამოცდილება სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ასევე, კარგი ორგანიზატორული უნარ-ჩვევები, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, მოლაპარაკებისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი, აუცილებელია აგრონომის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; სასურველია ფლობდეს ინგლისურ ენას.
აგრო-კონსულტანტის უფლება-მოვალეობები:
- საკონსულტაციო განრიგის ანალიზი და დაგეგმვა
- არსებული კლიენტების მხარდაჭერა გრაფიკის მიხედვით
- კომპანიის სერვისებისა და პროდუქტების პოპულარიზაცია
- კონსულტაციების გაწევა სერვის ცენტრებში
- ახალი მომხმარებლების მოძიება
- რეგიონის მოთხოვნის ანალიზი
- ყოველ დღიური რეპორტინგი (მეილით) უშუალო ხელმძღვანელთან
ბენეფიტები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- კორპორატიული ნომერი სატელეფონო ლიმიტით
- მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი
აგრო-კონსულტანტის პოზიციაზე დასაქმებულს ვთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, ახალგაზრდა თანამშრომელთა გუნდს, ანაზღაურებას 600-დან 1000 ლარის ფარგლებში (NET) კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად , დამატებით საბონუსე სისტემას.
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
სამუშაო ადგილი ფერმერთა მომსახურების ცენტრების მიხედვით:
- ქ.გურჯაანი,
- ლაგოდეხის რაიონი სოფ. აფენი,
- მარნეულის რაიონი სოფ. წერეთელი,
- ქ. გორი,
- ზუგდიდი სოფ. ცაიში.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 5 სამუშაო დღე , 10-დან 18საათამდე, შაბათი -კვირა დასვენების დღეებია. შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებთ ჩვენი პროდუქციის შესახებ ტრეინინგი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ფოტო სურათით, შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected] და [email protected] აუცილებელი თხოვნაა გამოაგზავნოთ ორივე ელ. ფოსტის მისამართზე, ველში “Subject” მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „აგრო-კონსულტანტი”.
გისურვებთწარმატებებს!