ვიტასოილი

ნივთიერება :

  • 7 x 107 CFU/ml (Azospirillum brasilense - 2 x 107 CFU/ml; Agrobacterium pusense - 2 x 107 CFU/ml; Ochrobactrum pseudogrignonense - 2 x 107 CFU/ml – Meyerozima guilliermondii - 1 x 107 CFU/ml)

პრეპარატული ფორმა:

  • სითხე

Brand :

Category:

VitaSoil არის ფიტო-გამაძლიერებელი რიზოსფერული მიკრობული კომპლექსი, რომელიც ემყარება შერჩეულ რიზოსფერულ მიკროორგანიზმებს, რომლებიც ზრდიან ნიადაგების და სუბსტრატების სასარგებლო მიკრობულ პოპულაციებს და არ აძლევენ მავნე ორგანიზმებს განვითარების საშუალებას.

VitaSoil გამოიყენება დეგრადირებულ ნიადაგებში, ასევე სტრესულ სიტუაციებსა და იმ მომენტებში, როდესაც მცენარეს ყველაზე მეტად სჭირდება მინერალური ნივთიერებები.

ვიტასოილის მახასიათებლები:

  • ხელს უშლის ნიადაგების დეგრადაციას
  • იგი ზრდის ნაყოფიერებას და ბიოლოგიურ აქტივობას რიზოსფეროში
  • აბალანსებს მიკრობიოლოგიურ გარემოს ნიადაგში
  • აფიქსირებს და ხელმისაწვდომს ხდის მცენარისთვის ატმოსფერულ აზოტს

რიზოსფერო ნიადაგში დიდ როლს ასრულებს, ეს არის სივრცე ფესვების გარშემო, სადაც ინტენსიურად მიმდინარეობს მიკრობიოლოგიური პროცესები. VitaSoil– ში არსებული რიზოსფერული მიკროორგანიზმებით, რიზოსფეროს ძირითადი ფუნქციები ძლიერდება, რითაც ხდება სოფლის მეურნეობის ნიადაგების დეგრადაციის თავიდან აცილება

რიზოსფერული მიკროორგანიზმები ხელმისაწვდომს ხდიან საკვებ ელემენტებს, აზოტს ფოსფორსა და კალიუმს, რაც აუმჯობესებს ნიადაგის ნაყოფიერებას და ბიოლოგიურ აქიურობას.

!ვიტასოილში არსებული მიკროორგანიზმები როდესაც ფესვებზე სახლდებიან, ისინი აღარ აძლევენ საშუალებას უცხო პათოგენებს რომ შეიჭრან და დააზიანონ ფესვები. შესაბამისად ეს პროცესი აბალანსებს ნიადაგში სასარგებლო ბაქტერიების არსებობას და მავნე ორგანიზმების განდევნას.

მიკროორგანიზმები ხელს უწყობენ იმ ელემენტების შესათვისებელ ფორმაში გარდაქმნას, რომლებიც მცენარისთვის მიუწვდომელია. ეს მიკროორგანიზმები აუმჯობესებენ ნიადაგიდან მცენარეში საკვები ნივთიერებების შეთვისებას და გადატანას. პრეპარატის გამოყენების შემდეგ მცენარეში ადვილად გადაადგილდება წყალი და საკვები ნივთიერებები, ამიტომ მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა სასუქების გამოყენების დროს.

დოზები:

  • პრეპარატის გამოყენება რეკომენდებულია დარგვის დროს; 10 ლიტრი ჰექტარზე.
  • არ არის სასურველი სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება
Packing

20L