Pyroelectra 48

Crops:

  • Apples, Citrus, Grapes, Peaches, Potatoes

Insects:

  • Aphid, Codling moth, Colorado beetle, Leaf rollers, Mite, Scale
41.50
Clear
SKU: N/A Categories: ,

პიროელექტრა

მოქმედი ნივთიერება: ქლორპირიფოსი 480 /; ეკ

ინსექტიციდი

დანიშნულება: მწუწნი და მღრღნელი მწერების წინააღმდეგ გამოსაყენებელი კონტაქტურ ნაწლავური მოქმედების ინსექტიციდი

რეზისტენტობის მართვა: პრეპარატი შეიცავს 1B ჯგუფის ინსექტიციდს. რეზისტენტობის წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად პიროელექტრა და სხვა ქიმიური კლასის პრეპარატები გამოიყენეთ მონაცვლეობით.

თავსებადობა: თავსებადია თითქმის ყველა პესტიციდსა და აგროქიმიკატთან. სამუშაო ნარევის მომზადების წინ მიზანშეწონილია პრეპარატების შემოწმება თავსებადობაზე.

სამუშაო ხსნარის მომზადება: მუდმივი შერევის პროცესში წყალში ჩაამატეთ საჭირო რაოდენობის პრეპარატები შემდეგი მიმდევრობით: ჯერ მშრალი ფორმულაციები (სფ, წდგრ), შემდეგ თხევადი (სკ, სე, ზწე, ეკ, წხ) და შემდეგ მიმწებებელი.

შეზღუდვები და მითითებები: არ შეასხუროთ ცხელი ქარების, მოსალოდნელი წვიმის ან სხვა არასტაბილური კლიმატური პირობების დროს.

ფიტოტოქსიკურობა: რეკომენდებული ნორმებისა და დოზების გამოყენებისას პრეპარატი არ არის ფიტოტოქსიკური

ზემოქმედების სიჩქარე: ეფექტი შესამჩნევია შესხურების პირველივე დღიდან

დაცვითი მოქმედების პერიოდი: 14 დღე. ხანგრძლივობა დამოკიდებულია მავნებლის ინტენსივობაზე. 

ეკოლოგიური უსაფრთხოების რეკომენდაციები: ტოქსიკურია თევზისა და სხვა წყლის ორგანიზმებისთვის, ნაწილობრივ მავნებელია ფრინველების, ცხოველების და ნაკლებად ტოქსიკური ფუტკრებისთვის

ტოქსიკურობის კლასი: II

კულტურა მავნებელი პრეპარატის
ხარჯვის ნორმა /ჰა
ლოდინის
პერიოდი
ვაშლი, ატამი ნაყოფჭამიები, ფოთლიხვევიები, ფარიანები, ცრუფარიანები, ბუგრები, ტკიპები 2 40
ვაზი ცრუფარიანები, ტკიპები 1.5-2 40
ციტრუსები ფარიანები, ცრუფარიანები 2 40
კარტოფილი კოლორადოს ხოჭო, ბუგრები 2 30

გამოყენების ხერხი, დრო, გამოყენების თავისებურება: შესხურება ვეგეტაციის პერიოდში

დამუშავებულ ფართობზე ხელით (მექანიზირებული) სამუშაოების დაწყების დრო: 7(3)

გამოყენების ჯერადობა: 2-ჯერ

Crops

Apples, Citrus, Grapes, Peaches, Potatoes

INSECTS

Aphid, Codling moth, Colorado beetle, Leaf rollers, Mite, Scale

Reviews

There are no reviews yet.

Only logged in customers who have purchased this product may leave a review.