Penkiler

Crops:

  • Apples, Black currant, Cucumbers, Grapes, Peaches, Raspberries, Rose, cloves, potted flowers, Strawberries

Fungal disease:

  • American Powdery mildew, Fruit rot, Grey rot, Powdery mildew, Purple spots, Rust
12.15
Clear
SKU: N/A Categories: ,

პენკილერი

ფუნგიციდი

პენკონაზოლი 100 /; ეკ

დანიშნულება: პენკილერი არის სისტემური მოქმედების ფუნგიციდი ხანგრძლივი, პრევენციული და ძლიერი სამკურნალო მოქმედებებით. ის უზრუნველყოფს საუკეთესო კონტროლს ისეთ პათოგენებზე, როგორებიცაა ასკომიცეტები და ბაზიდიომიცეტები. პენკილერი უზრუნველყოფს კულტურების ნაცრისაგან დაცვას ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი. იგი შეიწოვება ფოთლების მიერ, აკროპოტალური და ძლიერი ტრანსლოკაციით. პრეპარატის უნიკალური ფორმულაცია უზრუნველყოფს მის კარგ მედეგობას ჩამორეცხვისადმი რთულ გარემო პრირობებშიც კი.

რეზისტენტობის მართვა: რეზისტენტობის მართვის მიზნით პენკონაზოლი კლასიფიცირდება მე-3 ჯგუფში. რეზისტენტობის განვითარების რისკის მინიმუმამდე შემცირებისათვის რეკომენდებულია პენკილერის გამოყენება დაავადების ადრეულ სტადიაზე, ფუნგიციდებთან ნარევში, რომელთაც განსხვავებული მოქმედების მექანიზმი აქვთ.

თავსებადობა: თავსებადია თითქმის ყველა პესტიციდსა და აგროქიმიკატთან. სამუშაო ნარევის მომზადების წინ მიზანშეწონილია პრეპარატების შემოწმება თავსებადობაზე

სამუშაო ხსნარის მომზადება: მუდმივი შერევის პროცესში წყალში ჩაამატეთ საჭირო რაოდენობის პრეპარატები შემდეგი მიმდევრობით: ჯერ მშრალი ფორმულაციები (სფ, წდგრ), შემდეგ თხევადი (სკ, სე, ზწე, ეკ, წხ) და შემდეგ მიმწებებელი.

შეზღუდვები და მითითებები: არ შეასხუროთ ცხელი ქარების, მოსალოდნელი წვიმის ან სხვა არასტაბილური კლიმატური პირობების დროს

ფიტოტოქსიკურობა: რეკომენდებული ნორმებისა და დოზების გამოყენებისას პრეპარატი არ არის ფიტოტოქსიკური

ზემოქმედების სიჩქარე: შესხურებისთანავე

დაცვითი მოქმედების პერიოდი : 1014 დღე. ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების ინტენსივობაზე. 

ეკოლოგიური უსაფრთხოების რეკომენდაციები: ტოქსიკურია თევზისა და სხვა წყლის ორგანიზმებისთვის, ნაწილობრივ მავნებელია ფრინველების, ცხოველების და ნაკლებად ტოქსიკური ფუტკრებისთვის

ტოქსიკურობის კლასი: U

კულტურა დაავადება ხარჯვის ნორმა /ჰა ლოდინის პერიოდი (გამოყენების ჯერადობა)
კიტრი (ღია გრუნტი) ნაცარი  0.15 20(2)
კიტრი (დახურული გრუნტი) ნაცარი  0.25-0.4 3(3)
ვაშლი ნაცარი  0.3-0.4 20(4)
ვაზი ნაცარი  0.15-0.25 21(3)
ატამი ნაცარი, ნაყოფის სიდამპლე 0.5-1 20(4)
მარწყვი ნაცარი  0.3-0.5 -(2)
შავი მოცხარი ამერიკული ნაცარი  0.2-0.4 20(4)
ჟოლო მეწამული ლაქიანობა, ნაცრისფერი სიდამპლე  0.3-0.6 -(2)
ვარდი, მიხაკი, ქოთნის ყვავილები ნაცარი, ჟანგა 0.4-1 14(3-4)

დამუშავებულ ფართობზე ხელით (მექანიზირებული) სამუშაოების დაწყების დრო: 7(3)

გამოყენების ხერხი, დრო, გამოყენების თავისებურება: შესხურება ვეგეტაციის პერიოდში

Crops

Apples, Black currant, Cucumbers, Grapes, Peaches, Raspberries, Rose, cloves, potted flowers, Strawberries

Fungal disease

American Powdery mildew, Fruit rot, Grey rot, Powdery mildew, Purple spots, Rust