Grand 5

Crops:

  • Apples, Grapes, Potatoes, Tomatoes

Insects:

  • Apple ermine, Codling moth, Colorado beetle, Leaf rollers, Mite
7.80
Clear
SKU: N/A Categories: ,

გრანდი 5

ინსექტიციდი

50 გ/ლ ლამბდა-ციჰალოტრინი; ემულსიის კონცენტრატი

დანიშნულება: პრეპარატი წარმოადგენს პირეტროიდულ, სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნე მწერების საწინააღმდეგო კონტაქტურ-ნაწლავური მოქმედების ინსექტიციდს.

რეზისტენტობის მართვა: პრეპარატი შეიცავს 3-ე ჯგუფის ინსექტიციდ ლამბდა-ციჰალოტრინს. რეზისტენტობის წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად გრანდი და სხვა ქიმიური კლასის პრეპარატები გამოიყენეთ მონაცვლეობით.

თავსებადობა: თავსებადია თითქმის ყველა პესტიციდსა და აგროქიმიკატთან. სამუშაო ნარევის მომზადების წინ მიზანშეწონილია პრეპარატების შემოწმება თავსებადობაზე.

სამუშაო ხსნარის მომზადება: მუდმივი შერევის პროცესში წყალში ჩაამატეთ საჭირო რაოდენობის პრეპარატები შემდეგი მიმდევრობით: ჯერ მშრალი ფორმულაციები (სფ, წდგრ), შემდეგ თხევადი (სკ, სე, ზწე, ეკ, წხ) და შემდეგ მიმწებებელი.

შეზღუდვები და მითითებები: არ შეასხუროთ ცხელი ქარების, მოსალოდნელი წვიმის ან სხვა არასტაბილური კლიმატური პირობების დროს.

ფიტოტოქსიკურობა: რეკომენდებული ნორმებისა და დოზების გამოყენებისას პრეპარატი არ არის ფიტოტოქსიკური. 

ზემოქმედების სიჩქარე: ეფექტი შესამჩნევია შესხურების პირველივე დღიდან

დაცვითი მოქმედების პერიოდი: 14 დღე. ხანგრძლივობა დამოკიდებულია მავნებლის ინტენსივობაზე. 

ეკოლოგიური უსაფრთხოების რეკომენდაციები: ტოქსიკურია თევზისა და სხვა წყლის ორგანიზმებისთვის, ნაწილობრივ მავნებელია ფრინველების, ცხოველების და ნაკლებად ტოქსიკური ფუტკრებისთვის. 

ტოქსიკურობის კლასი: II

 

კულტურა მავნებელი პრეპარატის ხარჯვის ნორმა ლ/ჰა გამოყენების ხერხი, დრო, გამოყენების თავისებურება ლოდინის პერიოდი (გამოყენების ჯერადობა)
ვაშლი ნაყოფჭამიები,

ფოთლიხვევიები, ტკიპები, ვაშლის ყვავილჭამია

0.4-0.8 შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 20(2)
ვაზი ფოთლიხვევიები, ტკიპები 0.3-0.4 შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 20(2)
კარტოფილი კოლორადოს ხოჭო 0.1-0,2 შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 20(2)
პამიდორი კოლორადოს ხოჭო 0.1 შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 30(1)

დამუშავებულ ფართობზე ხელით (მექანიზირებული) სამუშაოების დაწყების დრო: 10(4)

Crops

Apples, Grapes, Potatoes, Tomatoes

INSECTS

Apple ermine, Codling moth, Colorado beetle, Leaf rollers, Mite