Funix

Crops:

  • Apples, Pears

Fungal disease:

  • Downy mildew, Powdery mildew
22.95
Out stock
Clear
SKU: N/A Category:

ფუნიქსი 25 

ფუნგიციდი

დიფენოკონაზოლი 250 გ/ლ; ემულსიის კონცენტრატი

დანიშნულება: ფუნიქსი 25 არის სისტემური მოქმედების ფუნგიციდი დამცავი, პროფილაქტიკური და სამკურნალო მოქმედებით. ის იცავს კულტურას სოკოვანი დაავადებების გამომწვევი პათოგენებისგან, უზრუნველყოფს მოსავლიანობასა და მის ხარისხს. 

რეზისტენტობის მართვა: რეზისტენტობის წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად გამოიყენეთ ფუნიქსი 25 ( მე-3 ჯგუფი)  და სხვა ქიმიური კლასის პრეპარატები მონაცვლეობით.

თავსებადობა: თავსებადია თითქმის ყველა პესტიციდსა და აგროქიმიკატთან. სამუშაო ნარევის მომზადების წინ მიზანშეწონილია პრეპარატების შემოწმება თავსებადობაზე მცირე რაოდენობის  შერევით.

სამუშაო ხსნარის მომზადება: მუდმივი შერევის პროცესში წყალში ჩაამატეთ საჭირო რაოდენობის პრეპარატები შემდეგი მიმდევრობით: ჯერ მშრალი ფორმულაციები (სფ, წდგრ), შემდეგ თხევადი (სკ, სე, ზწე, ეკ, წხ) და შემდეგ მიმწებებელი.

შეზღუდვები და მითითებები: არ შეასხუროთ ცხელი ქარების, მოსალოდნელი წვიმის ან სხვა არასტაბილური კლიმატური პირობების დროს. 

ფიტოტოქსიკურობა: რეკომენდებული ნორმებისა და დოზების გამოყენებისას პრეპარატი არ არის ფიტოტოქსიკური. 

ზემოქმედების სიჩქარე: შესხურებისთანავე

დაცვითი მოქმედების პერიოდი : 1014 დღე. ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების ინტენსივობაზე. 

ეკოლოგიური უსაფრთხოების რეკომენდაციები: ტოქსიკურია თევზისა და სხვა წყლის ორგანიზმებისთვის, ნაწილობრივ მავნებელია ფრინველების, ცხოველების და ნაკლებად ტოქსიკური ფუტკრებისთვის. 

ტოქსიკურობის კლასი: U

კულტურა დაავადება ხარჯვის ნორმა
(ლ/ტ)
გამოყენების
ხერხი, დრო,
გამოყენების
თავისებურება
ლოდინის
პერიოდი (გამოყენების
ჯერადობა)
ვაშლი, მსხალი ქეცი, ნაცარი 0.15-0.2 შესხურება ვეგეტაციის პერიოდში კოკრების გავარდისფერების ფაზაში, ყვავილობის შემდეგ და 10-14 დღიანი ინტერვალით 0,015-0,02% სამუშაო ხსნარით 20(2-4)

დამუშავებულ ფართობზე ხელით (მექანიზირებული) სამუშაოების დაწყების დრო: 7(3)

Crops

Apples, Pears

Fungal disease

Downy mildew, Powdery mildew