დიმანკო 9+60
ფუნგიციდი
მოქმედი ნივთიერება: დიმეტომორფი 90 გ/კგ + მანკოცები 600 გ/კგ; სფ
დანიშნულება: დიმანკო 9+60 არის სისტემურ–კონტაქტური მოქმედების ფუნგიციდი, რომელსაც გააჩნია, როგორც პროფილაქტიკური, ასევე სამკურნალო მოქმედება და გამოიყენება ვაზის, კარტოფილის, ბოსტნეულისა და სხვა სასოფლო–სამეურნეო კულტურების ძირითადი სოკოვანი დაავადებებისაგან დასაცავად.
რეზისტენტობის მართვა: რეზისტენტობის წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად გამოიყენეთ დიმანკო 9+60 (M03 და 40 ჯგუფი) და სხვა ქიმიური კლასის პრეპარატები მონაცვლეობით.
თავსებადობა: თავსებადია თითქმის ყველა პესტიციდსა და აგროქიმიკატთან. სამუშაო ნარევის მომზადების წინ მიზანშეწონილია პრეპარატების შემოწმება თავსებადობაზე მცირე რაოდენობის შერევით.
სამუშაო ხსნარის მომზადება: მუდმივი შერევის პროცესში წყალში ჩაამატეთ საჭირო რაოდენობის პრეპარატები შემდეგი მიმდევრობით: ჯერ მშრალი ფორმულაციები (სფ, წდგრ), შემდეგ თხევადი (სკ, სე, ზწე, ეკ, წხ) და შემდეგ მიმწებებელი.
შეზღუდვები და მითითებები: არ შეასხუროთ ცხელი ქარების, მოსალოდნელი წვიმის ან სხვა არასტაბილური კლიმატური პირობების დროს.
ფიტოტოქსიკურობა: რეკომენდებული ნორმებისა და დოზების გამოყენებისას პრეპარატი არ არის ფიტოტოქსიკური.
ზემოქმედების სიჩქარე: შესხურებისთანავე
დაცვითი მოქმედების პერიოდი: 10– 14 დღე. ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების ინტენსივობაზე.
ეკოლოგიური უსაფრთხოების რეკომენდაციები: ტოქსიკურია თევზისა და სხვა წყლის ორგანიზმებისთვის, ნაწილობრივ მავნებელია ფრინველების, ცხოველების და ნაკლებად ტოქსიკური ფუტკრებისთვის.
ტოქსიკურობის კლასი: III
კულტურა | დაავადება | ხარჯვის ნორმა კგ/ჰა | გამოყენების ხერხი, დრო, გამოყენების თავისებურება | ლოდინის პერიოდი (გამოყენების ჯერადობა) |
კარტოფილი | ფიტოფტოროზი, მაკროსპორიოზი, ალტერნარიოზი | 2- 2.5 | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 0,4-0,5%-იანი სამუშაო ხსნარით | 20(2-3) |
ვაზი | ჭრაქი | 2 | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში | 40(3) |
პამიდორი (ღია და დახურული გრუნტი) | ფიტოფთოროზი, ალტერნარიოზი | 2 | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში | 40(3) |
კიტრი (ღია გრუნტი) | ჭრაქი | 2 | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში | 15(3) |
დამუშავებულ ფართობზე ხელით (მექანიზირებული) სამუშაოების დაწყების დრო: 7(3)
Reviews
There are no reviews yet.