კომპანია , ბარაქა,, არის ბრენდი, რომელიც პროფესიონალთა გუნდით აგრარული სფეროს განვითარებაზე ზრუნავს, უზრუნველყოფს ახალი აღმოჩენების და ინოვაციების დანერგვას და ფლობს ამჟამად 12 ქსელურ აგრომაღაზიას, ფერმერთა მომსახურების ცენტრს საქართველოში.

ჩვენ გთავაზობთ დინამიურ და განვითარებაზე ორიენტირებულ  სამსახურს ახალგაზრდა და მაქსიმალურ შედეგზე ორიენტირებულ გუნდში. 

გვიხილეთ:

Facebook-ზე – https://www.facebook.com/Baraka.Georgia 

Youtube-ზე – https://www.youtube.com/channel/UCsf-gTio59lA2kGBQxce83A

ვებ-გვერდზე www.baraka.ge 

ვეძებთახალთ თანამშრომლებს აგრონომის დამხმარეს პოზიციაზე ( 3 ვაკანსია)  

ბარაქა გთავაზობთ:

ახალი თანამშრომლები აქტიურად ჩართული იქნებიან აგრო ბიზნესის განვითარებაში საქართველოში, დაეუფლებიან აგრონომის პროფესიას და 3 წელიწადში გახდებიან აგრო ბიზნესის ექსპერტები. 

კანდიდატს უნდა  ჰქონდეს წარმატების მიღწევის დიდი სურვილი და სასოფლო -სამეურნეო უმაღლესი განათლება ან იყოს დამამთავრებელი  კურსის სტუდენტი აგრარული უნივერსიტეტის, ასევე სასოფლო-სამეურნეო  ბიზნესში განვითარების  ინტერესი, მიიღოს პრაქტიკული გამოცდილება სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ასევე მივესალმებით კარგი ორგანიზატორული უნარ-ჩვევების, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობის, მოლაპარაკებისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარის მქონე კანდიდატებს, აუცილებელია ფლობდეს ინგლისურ ენას და აუცილებელია ფლობდეს მსუბუქი ავტო-მანქანას მართვის მოწმობას. 

შერჩეულ კანდიდატებს  ჩაუტარდებათ ტრეინინგები , პრაქტიკული აგრონომიის, აგრო ბიზნესის და  ჩვენი პროდუქციის შესახებ, ტრეინინგებს ჩაატარებენ ჩვენი თანამშრომლები და მოწვეული უცხოელი დარგის სპეციალისტები. ტრეინინგები ჩატარდება ჩვენს ოფისში და ადგილზე რეგიონში. 

აგრონომის დამხმარეს პოზიციაზე დასაქმებულს ვთავაზობთ ხელფასს 800 ლარიდან 1000 ლარამდე (NET) კვალიფიკაციის შესაბამისად. 

სასიამოვნო სამუშაო გარემოს, ახალგაზრდა  თანამშრომელთა გუნდს, დასაქმებულებს ჩაუტარდებათ რეგულარული თეორიული და პრაქტიკული სწავლება/ტრენინგები, საქმის  შესწავლა საფერმერო მეურნეობებში. 

ბენეფიტები:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • კორპორატიული ნომერი სატელეფონო ლიმიტით
  • მოჭრილ ხელფასს და  ბონუსის გამომუშავების პერსპექტივას
  • ყოველთვიურად საწვავის ლიმიტი და ავტომობილის ცვეთის თანხა 150 ლარი (NET)
  • მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი

სამუშაო ადგილი საქართველოს რეგიონებში ფერმერთა მომსახურების ცენტრების მიხედვით.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 5 სამუშაო დღე , 10-დან 18 საათამდე, შაბათი -მოკლე დღე, კვირა დასვენების დღეა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CVფოტო სურათით, შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected]   ველში “Subject” მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება  აგრონომის დამხმარე.

გისურვებთწარმატებებს!