saitistvis lg statia min

აგროკომპანია ბარაქას აგრონომებმა ფრანგულ-ამერიკული ბრენდის – ლიმაგრეინის სიმინდის ჰიბრიდული ჯიში – LG 31.630 შეისწავლა და გამოსცადა საქართველოს მასშტაბით 32 ნაკვეთზე. საფუძვლიანად დაამუშავა მისი მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია და შექმნა ფერმერებზე მორგებული სქემა; სწორედ ამ გაწეული შრომისა და ძალისხმევის შედეგია, რომ ბარაქამ მეგობარ ფერმერებთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სიმინდის მაღალი მოსავალი მიიღო – დადასტურებულად 14 ტონაზე მეტი მარცვალი ჰექტარზე.

უპრეცედენტოდ ბარაქიანი მოსავლის შემთხვევები ცალსახად ადასტურებს იმას, რომ LG 31.630 ყველაზე უხვმოსავლიანი ჰიბრიდია საქართველოში და ასევე მსოფლიო ბაზარზეც, რადგან მას პოტენციალი აქვს 22 ტონა, როგორც ევროპელი ფერმერები გვიზიარებენ.

ქართველი მესიმინდე ფერმერების მიღებული შედეგები კი ასეთია:
ჯაბა კევლიშვილი 14-16 ტ მარცვალი ჰა-ზე- საგარეჯო.

პაატა ლეკიაშვილი 14,2 ტ მარცვალი ჰა-ზე – ვარდისუბანი (Fao LG 31 388 და 31 330 – 90 დღიანი სიმინდი დამატებით მიიღო 12,3 ტონა ჰა-ზე).

გურამ ტურაშვილი 14,4 ტ მარცვალი ჰა-ზე – ლაგოდეხი.

shida foto

იხილეთ იმ დადებითი მახასიათებლებისა და ნიშან-თვისებების სია, რითაც სიმინდი LG 31.630 სხვა კონკურენტი ჯიშებისგან გამოირჩევა:

  • LG 31.630 არის სიმინდის ყველაზე უხვმოსავლიანი ჰიბრიდი;
  • გამოირჩევა პროტეინისა და ცილის დიდი შემცველობით და აქვს მაღალი კვებითი ღირებულება;
  • კონკურენტ ჯიშებთან შედარებით აქვს გამორჩეულად მიმზიდველი ფერი;
  • მარცვალი არ ზიანდება შენახვის პირობებში და ამასთან, არ კარგავს წონას;
  • მედეგია სოკოვანი დაავადებების და მავნებლების მიმართ;
  • აქვს ძლიერი, ჯანსაღი და კარგად განვითარებული ფესვთა სისტემა;
  • მედეგია ჩაწოლისადმი და გამძლეა გვალვის მიმართ;
  • იდეალური სახეობაა სასილოსედ;

რაც ასევე მნიშვნელოვანია, ძლიერი ენერგეტიკული ღირებულებიდან გამომდინარე, ეს ჯიში ხასიათდება თანაბარი ზომის ტაროებით და ერთგვაროვანი მოსავლით, დიამეტრში მარცვლის რაოდენობა მერყეობს 18-20 მდე, ხოლო მწკრივში 54-58 მდე. გარდა ამისა, LG 31.630-ის სიმინდის მარცვალი შენახვის პირობებშიც არ ზიანდება და სრულიად ინარჩუნებს პირვანდელ წონას.

შეკითხვაზე, თუ რამ განაპირობა ასეთი წარმატებული შედეგები, ბარაქას წარმომადგენლების პასუხია – ზრუნვა, ისინი თვლიან, რომ მეურნეობის წარმატებით მართვისთვის ზრუნვა ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია, სწორედ ამიტომ კომპანიის გამოცდილი აგრონომები სრულ მხარდაჭერას უცხადებენ აგროსფეროთი დაინტერესებულ პირებს; უწყვეტ რეჟიმში უზიარებენ მათ ყველა საჭირო რეკომენდაციას და ინფორმაციას; აქტიურად ამარაგებენ როგორც სათესლე მასალით, ისე აგროქიმიკატებით, სასუქებით თუ სხვა საჭირო ინვენტარით და უხვი მოსავლის მისაღებად, მუდმივად ერთვებიან ნათესების მონიტორინგის პროცესში, დათესვის დღიდან, მოსავლის მიღების წამამდე.

0322044449 | www.baraka.ge

დამატებითი ინფორმაციისთვის ამ და სხვა თემებზე, იხილეთ აგროკომპანია ბარაქას იუთუბის არხი – https://www.youtube.com/@baraka.georgia2230

დამატებითი ინფორმაციისთვის ამ და სხვა თემებზე, იხილეთ აგროკომპანია ბარაქას იუთუბის არხი - https://www.youtube.com/@baraka.georgia2230