baraka.ge 5

თანამედროვე სოფლის მეურნეობა, როგორც თანამედროვე სამყაროს ნაწილი, გამოირჩევა მუდმივი სიახლეებითა და ახალი ტენდენციებით. ტექნოლოგიების ცვლილებამ გამოიწვია კონკურენციის მუდმივი ზრდის ტემპი, ასეთ პირობებში კი ყველა დარდი განვითარების გზას ადგას : ძველი პროდუქტები იცვლება ახალი პროდუქტებით, მათი გამოყენება კი სხვადასხვა კულტურაში მიღწეულ ახალ შედეგებს გვისახავს.

შაბიამანი არის ერთ-ერთი უძველესი პროდუქტი, რომელსაც ჯერ კიდევ რომის იმპერიაში ხდებოდა ვენახის შეწამვლა, მაგრამ 21-ე  საუკუნეში შაბიამიანი ცალკე ვერ მოქმედებს, ის უნდა გავურიოთ კირში და მივიღოთ ბორდოული სითხე . შაბიამანისა და კირის გაზავება მოითხოვს დიდ ენერგიას, ფინანსურ დანახარჯებსა და ზუსტ ცოდნას, ამიტომ მას აქვს ბევრი ტექნიკური ხარვეზი. აღნიშნული მიზეზების გამო, პირველად შაბიამანი ჩანაცვლდა ბორდოს ნარევით.

ბორდოს ნარევი არის პროდუქტი, რომელშიც სწორი ფორმულაციით ერთმანეთთან შერეულია შაბიამანი და კირი. ბორდოს ნარევის შემადგენლობაა :სპილენძის სულფატი და კალციუმის ჰიდროქსიდი.  ბორდოს ხანა ცოტა ხანი გაგრძელდა, რადგან ბორდოს ნარევის ბაზრის წილი მნიშვნელოვანი ტემპებით მცირდება. ის ჩაანაცვლა თანამედროვე სპილენძის შემცველმა პროდუქტებმა, როგორიც არის სპილენძის  ჰიდროქსიდი – ბარონი და სპილენძის ქლორჟანგი – დრიბლინგი.

საინტერესოა, რატომ მოხდა ამ პროდუქტებით ჩანაცვლება? რა მსგავსება და განსხვავებაა მათ შორის ?

აღნიშნულ პროდუქტებს აქვს უმცირესი ფრაქციის ზომა, წვრილი ნაწილაკების მეშვეობით უფრო დიდ არეალს ფარავს, აქვს შაბიამანისგან განსხვავებული მოქმედების მექანიზმი.  სპილენძიანი პრეპარატის შეტანის შემდეგ სოკოს სპორები შთანთქავს სპილენძს, რაც აფერხებს მათი უჯრედების გაყოფასა და ზრდას. ამ ფორმულაციაში სპილენძი იწვევს დაავადების გამომწვევი ნივთიერებათა ცვლის დარღვევას. დრიბლინგის უნიკალური ფორმულა შეიცავს წვრილ ნაწილაკებს და ისეთ ბიოაქტიურ სპილენძის იონებს, რომლებიც უზრუნველყოფს მცენარეზე უკეთ მიკვრას, შესაბამისად უფრო დიდხანს რჩება ფოთლის ზედაპირზე. დიდი ნაწილაკები, როგორსაც შეიცავს ბორდოს ნარევი, ვერ ახდენს მცენარის სრულ დაფარვას და წვიმის მიერ მარტივად ირეცხება. რაც უფრო მცირეა ნაწილაკების ზომა, მით მეტია ნაწილაკების რაოდენობა 1 კილოგრამზე. ასეთი ფორმულაციის სპილენძის გამოყენებისას ჩვენ შეგვიძლია შევამციროთ ხარჯვის ნორმა მცირე ნაწილაკების წყალობით, რაც არ გამოიწვევს ნიადაგში ჭარბი სპილენძის დაგროვებას. წარმოქმნილი ბიოაქტიური სპილენძის იონები ერთიანად აღემატება ნებისმიერი ბორდოული ნარევის ბაზაზე შექმნილ ფუნგიციდებს. 

დამატებითი ინფორმაციისთვის ამ და სხვა თემებზე, იხილეთ აგროკომპანია ბარაქას იუთუბის არხი – https://www.youtube.com/@baraka.georgia2230

დამატებითი ინფორმაციისთვის ამ და სხვა თემებზე, იხილეთ აგროკომპანია ბარაქას იუთუბის არხი - https://www.youtube.com/@baraka.georgia2230